შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

PROLoG-ი მხარს უჭერს პარლამენტის საქმიანობას გენდერული თანასწორობის მიმართულებით

26 ოქტომბერი 2017 გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომა

24 ოქტომბერს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომაზე EWMI-PROLoG- ისა და გენდერული თანასწორობისთვის გაეროს ერთობლივი პროგრამის მხარდაჭერით მომზადებული კვლევის - გენდერული თანასწორობა საქართველოში: ბარიერები და რეკომენდაციები - პირველადი მიგნებების პრეზენტაცია გაიმართა. კვლევაში იდენტიფიცირებულია კანონმდებლობისა და პოლიტიკის ხარვეზები მთელ რიგ სფეროებში, როგორიცაა, პოლიტიკური მონაწილეობა, ეკონომიკური გაძლიერება, ქალთა მიმართ ძალადობა, შრომითი ურთიერთობები, ჯანმრთელობა, განათლება, მშვიდობა და უსაფრთხოება, სპორტი და კულტურა, ასევე თემატური კანონები გენდერული თანასწორობისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ. კვლევა დაეხმარება საბჭოს, განსაზღვროს პრიორიტეტები და მოახდინოს რეფორმების ინიცირება საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებისა და რეკომენდაციების განხორციელების მიზნით. დასრულებული კვლევის ფართო საზოგადოებისთვის  წარდგენა წლის ბოლოს იგეგმება.

„არსებული კვლევა სრულად ფარავს გენდერული თანასწორობის კუთხით არსებულ თითქმის ყველა ასპექტს. შესაბამისად, ამ სამოქმედო გეგმას დაეფუძნება ეროვნული სტრატეგია და გენდერული თანასწორობის საბჭოს მომდევნო წლების სამოქმედო გეგმა,“ - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა.

საბჭომ ასევე წარმოადგინა PROLoG-ის მხარდაჭერით თავმოყრილი რეკომენდაციების პაკეტი შრომით ურთიერთობებში თანასწორობის უზრუნველყოფის შესახებ. PROLoG -ი შემდგომშიც გეგმავს მხარი დაუჭიროს ამ პროცესს და დაეხმაროს საბჭოს შრომის სამართლისა და გენდერული თანასწორობის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავებაში. ეს მხარდაჭერა შეესაბამება PROLoG - ის ძალისხმევას გენდერული თანასწორობისა და შესაბამისი მარეგულირებელი ჩარჩოს გაძლიერებისთვის.

USAID
Top of Page