შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

HRC-ის ორგანიზებით კახეთში საქართველოს ზრდასრულთა განათლების ცენტრის ბენეფიციარებთან შეხვედრა ჩატარდა

23 ოქტომბერი 2017 HRC-ის იურისტები მსჯელობენ ქალთა უფლებებზე

6 ოქტომბერს, USAID-ის მიერ დაფინანსებული EWMI/PROLoG-ის იურიდიული დახმარების გრანტის - “საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ქალების, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის მხარდაჭერა“ ფარგლებში, ადამიანის უფლებათა ცენტრის (HRC) თბილისისა და გურჯაანის ოფისის წარმომადგენლები შეხვდნენ სოფელ ლელიანის ზრდასრულთა განათლების ცენტრის ბენეფიციარებს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში. ლელიანის ცენტრი საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელის (GAEN) წევრია, რომელიც მიზნად ისახავს ზრდასრულთა განათლების პრინციპების პოპულარიზაციას და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ისეთ საკითხებზე როგორიცაა გენდერული თანასწორობა, ოჯახური ძალადობა და ადრეული ქორწინება. გასვლითი ვიზიტი ემსახურებოდა სოფელ ლელიანში მცხოვრებ ქალთა ცნობიერების ამაღლებას ისეთ საკითხებზე როგორიცაა ადრეული ქორწინება, ოჯახური ძალადობა, გენდერული თანასწორობა, ქალთა საკუთრების უფლებები და ქალთა მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივ და რეგიონალურ დონეზე. შეხვედრას 14 ქალი ესწრებოდა.   

შეხვედრაზე HRC-ის იურისტებმა ისაუბრეს სამართლებრივი მექანიზმების შესახებ რომელიც ეხმარება ქალებს დაიცვან თავი მოძალადე მეუღლის, ყოფილი მეუღლის ან პარტნიორისგან. მათ აგრეთვე განიხილეს ის პროცედურები, რომელთა გავლაც უწევთ ქალებს განქორწინების შემთხვევაში არასრულწლოვანი შვილებისთვის ალიმენტის დასანიშნად. გურჯაანის ოფისის იურისტმა ლია ხუროშვილმა განიხილა ადრეული ქორწინების საკითხი, რომელიც საერთო პრობლემაა კახეთის როგორც ქართულ ასევე არაქართულ მოსახლეობაში.

შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს პრობლემებზე, რომელსაც ისინი აწყდებიან სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო ინსტიტუციებთან ურთიერთობისას სქესის გამო. ქალებს აგრეთვე არ ჰქონდათ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ადრეული ქორწინება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას წარმოშობს 2017 წლის მაისში სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლში შესული ცვლილებების შედეგად, რომელიც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას აკისრებს პირს, რომელსაც სექსუალური კავშირი აქვს 16 წლამდე ასაკის მოზარდთან.            

შეხვედრის დასასრულს, HRC-ის წარმომადგენლებმა მონაწილეებს დაურიგეს საინფორმაციო ბუკლეტები პროექტის საქმიანობის შესახებ და მიაწოდეს ინფორმაცია თუ რა მომსახურების გაწევა შეუძლიათ HRC-ის იურისტებს კახეთის ოფისში.

USAID
Top of Page