შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

EWMI/PROLoG-ის ორგანიზებით მოსამართლეებისთვის საკორპორაციო სამართლის კურსის შემუშავებისთვის მესამე ტრენინგი ჩატარდა

19 ოქტომბერი 2017 პროფესორი ლაშა ცერცვაძე და უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, ნინო ბაქაქური ტრენერ მოსამართლეებს კომპანიების ფინანსურ სტრუქტურას წარუდგენენ

EWMI/PROLoG-მა, იუსტიციის უმაღლეს სკოლასა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან თანამშრომლობით, ქართველ მოსამართლეთა ჯგუფისთვის ორგანიზება გაუკეთა ტრენერთა მესამე ტრენინგს საკოპორაციო სამართალსა და კორპორატიულ მმართველობაზე საქართველოსა და ევროკავშირში. მიმდინარე წლის მაისსა და ივნისში ჩატარებული ტრენინგების მსგავსად, 14-15 ოქტომბრის ღონისძიებაც პრეზენტაციებს, კაზუსებს, დისკუსიებსა და დავალებებს მოიცავდა, რომელთა საშუალებითაც ტრენერი მოსამართლეებისთვის ინფორმაციის მიწოდება საკორპორაციო სამართლის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ მოხდა, როგორიცაა კომპანიის დაფუძნება და ფინანსური სტრუქტურა, მენეჯერებისა და აქციონერების უფლება-მოვალეობები, კაპიტალის შენარჩუნების ევროპული პრინციპები და დახურული კორპორაციების სხვა სპეციფიკური პრობლემები. ღონისძიება ტრენერთა ტრენინგის დასკვნითი ნაწილი იყო. მომდევნო ეტაპზე ტრენერ მოსამართლეებს უკვე კოლეგებისთვის მოუწევთ სამი პილოტური ტრენინგის ჩატარება, რაც წლის ბოლომდე განხორციელდება.

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების მიხედვით, საქართველომ მომდევნო სამიდან ხუთ წლამდე პერიოდში ევროკავშირის საკორპორაციო სამართლის რამდენიმე დირექტივა უნდა განახორციელოს. 2016 წელს საქართველოს მთავრობამ დაიწყო იმპლემენტაციის პროცესი და დონორთა დახმარებით (მათ შორის, EWMI/PROLoG-ის მონაწილეობით) შეიმუშავა მეწარმეთა შესახებ კანონპროექტი, რომელიც ამჟამად პარლამენტისთვის წარდგენისათვის მომზადების პროცესშია. მეწარმეთა შესახებ ახალი კანონის მიღების შემდეგ, საქართველოს სასამართლოებს ახალი ცნებებით ხელმძღვანელობა და კანონის ევროკავშირის დირექტივების შესაბამისად ინტერპრეტაცია და გამოყენება მოუწევთ. ტრენერები, რომლებმაც EWMI/PROLoG-ისა და GIZ-ის მიერ ორგანიზებული ტრენინგები გაიარეს, შეძლებენ ქართველი მოსამართლეების გადამზადებას ახალი, გაზრდილი პასუხისმგებლობების შესასრულებლად.   

USAID
Top of Page