შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

თავისუფალმა უნივერსიტეტმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში „სასამართლოს მეგობრის“ პოზიცია წარადგინა

11 ოქტომბერი 2017 თავისუფალმა უნივერსიტეტმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში „სასამართლოს მეგობრის“ პოზიცია წარადგინა

EWMI/PROLoG-ის გრანტის ფარგლებში თავისუფალი უნივერსიტეტი, უოშბორნის უნივერსიტეტის სამართლის სკოლასთან თანამშრომლობით მუშაობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში „სასამართლოს მეგობრის“ (amicus curiae) პოზიციის წარდგენაზე.  აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, სტუდენტები თავისუფალი და უოშბორნის უნივერსიტეტებიდან ერთობლივად მუშაობენ სხვადასხვა სამართლებრივ საკითხებზე საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელების გარშემო, რითაც იუმჯობესებენ სამართლებრივი კვლევისა და წერის უნარ-ჩვევებს. 

წელს თავისუფალმა უნივერსიტეტმა შედარებითი კვლევისთვის სასამართლოში შეტანილი ორი სარჩელი შეარჩია. ერთი მათგანი ეხება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის ერთ-ერთი მუხლის არაკონსტიტუციურობის საკითხს, რომელიც შპს „საქართველოს ფოსტას“ სხვებთან შედარებით ხელსაყრელ პირობებში აყენებს საფოსტო და საკურიერო მომსახურების მიმართულებით, კონსტიტუციის თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის პრინციპების საწინააღმდეგოდ.  

ოუშბორნის უნივერსიტეტის სტუდენტებმა გამოიკვლიეს აშშ საკონსტიტუციო სამართლითა და სასამართლო პრაქტიკით სახელმწიფოს მიერ დაწესებული  მონოპოლიების საკითხები, ხოლო ქართველმა სტუდენტებმა შეისწავლეს ევროპის კავშირის დირექტივები, საქართველოს მიერ ევროპის კავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში აღებული ვალდებულებები და ევროპის კავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილებები. „სასამართლოს მეგობრის“ პოზიცია თავისუფალმა უნივერსიტეტმა სასამართლოში სექტემბერში წარადგინა, ხოლო მეორე პოზიციის წარდგენა ოქტომბრის ბოლოსთვის იგეგმება. 

USAID
Top of Page