შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

EWMI/PROLoG მხარს უჭერს სამუშაო შეხვედრას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისთვის დასაშვებობის ახალ კრიტერიუმზე

11 ოქტომბერი 2017 უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები განიხილავენ სტრასბურგის სასამართლოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილებების გავლენას ეროვნული სასამართლოების პრაქტიკაზე

6-8 ოქტომბერს, EWMI/PROLoG-მა, ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტთან თანამშრომლობით ორგანიზება გაუწია ორდღიან სამუშაო შეხვედრას საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისთვის.  სამუშაო შეხვედრა დაეთმო საკასაციო საჩივრის წარდგენის ახალ დასაშვებობის კრიტერიუმს, რომელიც სასამართლო სისტემის რეფორმის მესამე ტალღის ფარგლებში იქნა მიღებული და უზენაეს სასამართლოს ავალდებულებს გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილებების დასაშვებობის საკითხი შეამოწმოს მისი ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართლთან თავსებადობის კუთხით.

ორდღიან შეხვედრას უზენაესი სასამართლოს შვიდი მოსამართლე ესწრებოდა. სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ ისაუბრა ერთგვაროვანი მიდგომების ჩამოყალიბების აუცილებლობასა და დასაშვებობის ახალ კრიტერიუმთან მიმართებაში სასამართლო პრაქტიკის დახვეწის საჭიროებაზე. შეხვედრის ფასილიტაცია ექსპერტებმა, ბესარიონ ბოხაშვილმა და ლევან მესხორაძემ უზრუნველყვეს. მოსამართლეებთან ერთად, მათ ისაუბრეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დასაშვებობის იმ კრიტერიუმების შესახებ, რომელიც რელევანტურია საქართველოს კონტექსტში; აღნიშნული კრიტერიუმები მათ განიხილეს კონვენციის მერვე მუხლის (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემა) მაგალითზე და ასევე ისაუბრეს ამ მიმართულებით საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილ გადაწყვეტილებებზე და მათი შედეგების შესახებ ეროვნული სასამართლოების პრაქტიკაზე.

USAID
Top of Page