შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

EWMI/PROLoG-ის ექსპერტმა სასამართლოს საჭიროებების შესაფასებლად ვიზიტი დაასრულა

11 ოქტომბერი 2017

EWMI/PROLoG-ის საერთაშორისო ექსპერტი იესპერ ვიტრუპი საქართველოს სასამართლოების, მოსამართლეებისა და სასამართლო მოხელეების საჭირო რაოდენობის განსაზღვრისათვის კვლევის ჩასატარებლად ეწვია.

„სასამართლოების, მოსამართლეების,  სასამართლო მოხელეებისა და სისტემის თანამშრომლების ოპტიმალური რაოდენობისა და გონივრული დატვირთულობის უზრუნველყოფა“ ერთერთი მთავარი პრიორიტეტია სასამართლოს სტრატეგიისა, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2017 წლის მაისში დაამტკიცა.

სასამართლოს სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიხედვით, აუცილებელია შემუშავდეს საქმეთა მოცულობის შეფასების სისტემა, რის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება მოსამართლეთა და სასამართლო მოხელეთა ოპტიმალური რაოდენობის განსაზღვრა და გაზრდა ან შემცირება კონკრეტულ სასამართლოებში, რასაც თან უნდა სდევდეს საქმეთა განაწილებისა და მართვის ეფექტური ელექტრონული სისტემის დანერგვა, რათა ამაღლდეს სასამართლოს პროდუქტიულობა და მოსამართლის რესურსი გამოყენებულ იქნეს ეფექტურად.

სასამართლო სისტემაში არსებული მონაცემებისა და ამ მონაცემთა შეგროვების პრაქტიკის გაცნობის მიზნით, იესპერ ვიტრუპი სასამართლო სისტემის მაღალი თანამდებობის პირებს შეხვდა: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს, გიორგი მიქაუტაძეს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დეპარტამენტების წარმომადგენლებს, თბილისისა და რუსთავის საქალაქო სასამართლოების თავმჯდომარეებს, უზენაესი სასამართლოს სტატისტიკის დეპარტამენტისა და სასამართლოს სხვა მოხელეებს.

ექსპერტის ანგარიში, სასამართლოს რესურსების განაწილების შესაფასებლად სრულყოფილი კვლევის ჩატარების შესახებ, საამისოდ რეკომენდებული მეთოდოლოგიის თანხლებით, მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოს დასრულდება.

USAID
Top of Page