შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

PROLoG-ის მხარდაჭერილმა გენდერის მიმართულების ხელმძღვანელმა აკადემიურ საზოგადოებას ახალი სასწავლო კურსი გააცნო

09 ოქტომბერი 2017 სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორები განიხილავენ გენდერის მიმართულების სილაბუსს

29-30 სექტემბერს EWMI/PROLoG-ის მხარდაჭერილმა გენდერისა და სამართლის მიმართულების ხელმძღვანელმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქეთევან ხუციშვილმა ორგანიზება გაუწია სამუშაო შეხვედრას სამართლის პროფესორებისა და დაინტერესებული პირებისთვის და მათ გენდერისა და სამართლის ახალი სასწავლო კურსი გააცნო.  შეხვედრას ესწრებოდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას უნივერსიტეტის, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორები. შეხვედრაში მონაწილეობა ასევე მიიღეს საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის და თელავის პროკურატურის წარმომადგენლებმა, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ ცნობიერების ამაღლების საკითხებში.

შეხვედრის მიზანი კოლეგების მხრიდან კომენტარებისა და რჩევების მიღება იყო კურსის სტრუქტურისა და შინაარსის ირგვლივ. შეხვედრის მონაწილეების მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სტუდენტთა შეფასების სისტემას და სწავლებაში პრაქტიკული კომპონენტების (მაგ. სიმულაციები, იმიტირებული შეჯიბრებები, და სხვა) ინტეგრირების აუცილებლობას. შეხვედრაზე მონაწილეები ასევე შეთანხმდნენ, რომ კუსრი უნდა იყოს ინტერ-დისციპლინარული, რაც სამართლის სტუდენტებს საშუალებას მისცემს სხვა დისციპლინებიდანაც მიიღონ შესაბამისი ცოდნა. კურსის სწავლება 2018 წლის გაზაფხულიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეში დაიწყება.

USAID
Top of Page