შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების განხილვა საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა

05 ოქტომბერი 2017 სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების განხილვა საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა

2 ოქტომბერს, პარლამენტის სამუშაო ჯგუფმა, რომელიც სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობს, თბილისის საქალაქო სასამართლოში თავისი მესამე შეხვედრა გამართა. ჯგუფის პირველი ორი სამუშაო შეხვედრა 2017 ივლისსა და აგვისტოში, ქობულეთში შედგა.

სამუშაო ჯგუფი საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის მიერ შეიქმნა და მიზნად ისახავს სასამართლოს სტრატეგიასა და 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის პრიორიტეტებზე დაყრდნობით აუცილებელი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადებას.

სამუშაო ჯგუფი, რომელსაც პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია ხელმძღვანელობს, აერთიანებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და პარლამენტის წევრებს, იუსტიციის მინისტრს, პარტნიორი დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს.

შეხვედრა პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ და USAID-ის დემოკრატიის, მმართველობისა და სოციალური განვითარების ოფისის მოქმედმა დირექტორმა, ლორა ბერგერმა გახსნეს.

შეხვედრაზე განიხილეს სასამართლო რეფორმის „მესამე ტალღის“ საკანონმდებლო ცვლილებების იმპლემენტაციის პროცესი და მის შემდგომ განხორციელებული აქტივობები, დისციპლინური პასუხისგებლობის საფუძვლები, დისციპლინური სამართალწარმოების ხარვეზები და გამოწვევები, სასამართლოში საქმეთა ნაკადის მართვასთან დაკავშირებული აუცილებელი საკანონმდებლო ცვლილებები და იუსტიციის საბჭოს საქმიანობის მარეგულირებელი ნორმების გაუმჯობესების წინადადებები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იუსტიციის მინისიტრის, თეა წულუკიანის მიერ წარმოდგენილ კონცეფციას საერთო სასამართლოების სისტემაში კომერციული პალატების შექმნის შესახებ, რომელთაც განსაკუთრებული სირთულის კომერციული დავები უნდა განიხილონ და აღნიშნულთან დაკავშირებით იუსტიციის საბჭოს მდივნის, გიორგი მიქაუტაძისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, მიხეილ ჩინჩალაძის მოსაზრებებს ინიციატივის განხორციელების გზებისა და თანმდევი სირთულეებისა და რისკების შესახებ.

სამუშაო ჯგუფი საქმიანობას ოქტომბრის ბოლოს განაახლებს, კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროექტისა (USAID-EWMI/PROLoG) და სხვა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების ხმარდაჭერით.

USAID
Top of Page