შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

EWMI/PROLoG-ი რეგიონულ კონფერენციას „დამოუკიდებელი იურიდიული დახმარება“ უჭერს მხარს

03 ოქტომბერი 2017 EWMI/PROLoG-ი რეგიონულ კონფერენციას „დამოუკიდებელი იურიდიული დახმარება“ უჭერს მხარს

2017 წლის 28-29 სექტემბერს, იურიდიული დახმარების სამსახურმა EWMI/PROLoG-ის, გაეროს განვითარების პროგრამისა და ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მხარდაჭერით რეგიონიულ კონფერენციას „დამოუკიდებელი იურიდიული დახმარების გამოწვევები და მნიშვნელობა“ უმასპინძლა. ღონისძიებას იურიდიული დახმარების რეფორმატორთა ქსელის წარმომადგენლები და დიდი ბრიტანეთის, ლიტვის, უკრაინის, მოლდოვას, სიერა ლეონესა და საქართველოს წამყვანი ექსპერტები ესწრებოდნენ.

ორდღიანი კონფერენცია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ, იურიდიული სამსახურის დირექტორმა მელიტონ ბენიძემ, იურიდიული დახმარების საბჭოს თავმჯდომარეომ ეკა ფოფხაძემ და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა გახსნეს.   

„საქართველოს პარლამენტის სახელით, ვადასტურებ სრულ მზადყოფნას იმასთან დაკავშირებით, რომ იურიდიული დახმარების სამსახურს ექნება პარლამენტის სრული მხარდაჭერა, რათა უზრუნველყოფილი იყოს სამსახურის რესურსების მუდმივი განვითარება და წარმატებული საქმიანობა“, - განაცხადა კონფერენციაზე  ირაკლი კობახიძემ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

ავრომ შერმა, საერთაშორისო ექსპერტმა და კონფერენციის მთავარმა მომხსენებელმა, რომელიც EWMI/PROLoG-ის მიერ იყო მოწვეული, ისაუბრა კოლეგების მიერ შეფასების სისტემის მნიშვნელობაზე, რაც იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატების მიერ გაწეული მომსახურების ხარისხის შეფასების უზრუნველყოფის ინსტრუმენტს წარმოადგენს.

ექვსი სხვადასხვა ქვეყნის ექსპერტებმა მონაწილეებს გამოცდილება გაუზიარეს იურიდიული დახმარების სისტემის ადმინისტრირების ეფექტიანი მოდელების, მოწყვლადი ჯგუფების იურიდიული დახმარების სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული გლობალური გამოწვევების, ინოვაციებსა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების თაობაზე და განიხილეს მართლმსაჯულებასა და იურიდიულ დახმარებაზე ხელმისაწვდომობის პრობლემები. პრეზენტაციების ბოლოს დისკუსია გაიმართა, სადაც მონაწილეებს მათთვის საინტერესო საკითხებზე აზრის გამოხატვის საშუალება მიეცათ.

USAID
Top of Page