შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

თავისუფალი უნივერსიტეტისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ერთობლივი საზაფხულო სკოლა რელიგიის თავისუფლების შესახებ

29 სექტემბერი 2017 პროფესორები რიჩი, ზედალაშვილი და ლომთათიძე განიხილავენ რელიგიური ორგანიზაციების სამართლებრივ სტატუსს

9-13 სექტემბერს EWMI/PROLoG-ის მხარდაჭერით თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნულმა ინსტიტუტმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან თანამშრომლობით გამართა მეორე ყოველწლიური საზაფხულო სკოლა ადამიანის უფლებებში. ამ წლის საზაფხულო სკოლის თემა რელიგიის თავისუფლება იყო, ხოლო განხილული საკითხები მოიცავდა ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის მიმოხილვას შედარებით-სამართლებრივ ჭრილში. საზაფხულო სკოლის სპიკერებს შორის იყვნენ პროფესორი ბილ რიჩი, EWMI/PROLoG-ის პარტნიორი ოუშბორნის უნივერსიტეტიდან და თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორები დავით ზედელაშვილი და ეკატერინე ლომთათიძე. პროფესორმა რიჩმა განიხილა ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციის პირველი შესწორების შესაბამისი ნორმები რელიგიის თავისუფლების შესახებ, მათი გამოყენების საკითხები და არსებული გამოწვევები. პროფესორებმა ზედელაშვილმა და ლომთათიძემ კი მიმოიხილეს საქართველოსა და ევროპაში რელიგიის თავისუფლების უფლების ყველაზე სადავო საკითხები, მათ შორის რელიგიური ორგანიზაციების სამართლებრივი სტატუსი და ინდივიდების უფლებები. 

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის სურვილი 200-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა, რომელთაგან სკოლაში მონაწილეობის მისაღებად 28 სტუდენტი შეირჩა.  სტუდენტების მაქსიმალური ჩართულობისთვის საზაფხულო სკოლა მოიცავდა როგორც ინტერაქტიულ ლექციებსა და დისკუსიებს, ასევე იმიტირებულ სასამართლო პროცესსა და ფრენბურთის შეჯიბს. 

USAID
Top of Page