შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

ადვოკატთა შესახებ კანონში ცვლილებების შესახებ საქართველოს პარლამენტთან წინასწარი განხილვა დაიწყო

08 სექტემბერი 2017 ეკა ბესელია, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და ზაზა ხატიაშვილი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე პარლამენტისა და ასოციაციის სხვა წევრებთან ერთად ადვოკატთა შესახებ კანონში ცვლილებებს განიხილავენ

2017 წლის 19-21 აგვისტოს, EWMI/PROLoG-მა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენელთა შორის გამართულ სამდღიან სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა ქობულეთში. შეხვედრის მიზანი იყო ადვოკატთა შესახებ კანონში ცვლილებების პროექტის განხილვა და მათთან დაკავშირებით ერთიანი პოზიციის შემუშავება, ასევე პარლამეტში დოკუმენტის შემდგომი განხილვების დროს  იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მხარდაჭერის უზრუნველყოფა. ცვლილებების პროექტი მომზადდა ალან ფრიდმანის,  EWMI/JILEP-ის ექსპერტის დახმარებით 2013 წელს, ხოლო დოკუმენტზე მუშაობა გაგრძელდა EWMI/PROLoG-ის მიერ გაცემული გრანტის ფარგლებში.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და კომიტეტის წევრებს შორის დისკუსია გაიმართა კანონის რამდენიმე მუხლის შესახებ, რომელმაც შემდეგი საკითხები მოიცვა:

  • საადვოკატო საქმიანობის განხორცილების პრინციპები;
  • მოთხოვნები ადვოკატისადმი, ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდა და ასოციაციაში გაწევრიანება;
  • საადვოკატო საქმიანობის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა;
  • ეთიკის კომისია და დისციპლინური დევნის განხორციელება დისციპლინური სახდელის გასაჩივრების და საჩივრის განხილვის წესი;
  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მოწყობა, საერთო კრება, თავმჯდომარე და აღმასრულებელი მდივანი.

პარლამენტი ცვლილებების დამტკიცებას საშემოდგომო სესიაზე გეგმავს. EWMI/PROLoG-ი კვლავაც გააგრძელებს მუშაობას ადვოკატთა ასოციაციასა და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან, რათა უზრუნველყოფილი იყოს მაღალი დონის პროფესიონალი იურისტებით დაკომპლექტებული თვითმმართველი ინსტიტუტის ჩამოყალიბების პროცესისა და შემდგომი განვითარების ხელშეწყობა.

USAID
Top of Page