შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

EWMI/PROLoG მხარს უჭერს სწავლების მეთოდოლოგიის გაუმჯობესებას სამართლის შესავალი კურსებისთვის

11 აგვისტო 2017 EWMI/PROLoG მხარს უჭერს სწავლების მეთოდოლოგიის გაუმჯობესებას სამართლის შესავალი კურსებისთვის

24-25 ივლისს, EWMI/PROLoG-ის მიერ დაფინანსებული გრანტის ფარგლებში, თავისუფალმა უნივერსიტეტმა ორგანიზება გაუწია ორ-დღიან ვორქშოპს სამართლის პროფესორებისთვის თუ როგორ ვასწავლოთ სამართლის შესავალი კურსები.  შეხვედრას ესწრებოდა შვიდი პროფესორი თავისუფალი, ილიას და კავკასიის უნივერსიტეტებიდან, სადაც განიხილეს სამართლის შესავალი კურსის სწავლების მეთოდოლოგიის ძირითადი საკითხები. სამართლის შესავალი კურსი ყველა უნივერსიტეტში პირველ კურსზე ისწავლება და ამზადებს სტუდენტებს სამართლის სხვა საგნების სწავლებისთვის.

შეხვედრაზე პროფესორებს თავისი გამოცდილება გაუზიარა უოშბორნის უნივერსიტეტის (აშშ) სამართლის პროფესორმა, რორი ბაჰადურმა, რომელმაც ისაუბრა სწავლების მიზნებისა და შედეგების იდენტიფიცირების აუცილებლობაზე და ასევე აქტიური სწავლების მეთოდების გამოყენების საჭიროებაზე. 

შეხვედრის შედეგად მონაწილეებმა გამოავლინეს ოთხი ძირითადი საკითხი (კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და სხვა), შემდგომი განვითარებისთვის. მონაწილეები აღნიშნულ საკითხებს დაამუშავებენ და სექტემბრის ბოლოსთვის წარმოადგენენ საკითხის დეტალურ მონახაზს და შესაბამის საკითხავ ლიტერატურას. მეორე შეხვედრა წლის ბოლოსთვის ჩატარდება, სადაც მონაწილეები განიხილავენ მომზადებულ მასალებს და დაიწყებენ თითოეული ლექციის გეგმისა და ინტერაქტიული სავარჯიშოების მომზადებას აქტიური სწავლების მეთოდების გამოყენებით. 

USAID
Top of Page