შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

EWMI/PROLoG მხარს უჭერს გაღრმავებულ ტრენინგებს ადამიანის უფლებებში მოსამართლეთა თანაშემწეებისთვის

11 აგვისტო 2017 ნინო ხაინდრავა, ევრო-სასამართლოს იურისტი საუბრობს საქართველოს წინააღმდეგ კომუნიცირებული უახლესი საქმეების შესახებ

2017 წელს, EWMI/PROLoG-მა განახორციელა სასწავლო პროგრამა ადამიანის უფლებებში თბილისის საქალაქო და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანაშემწეებისთვის.  პროგრამამ გააუმჯობესა თანაშემწეების შესაძლებლობები ადამიანის უფლებათა მიმართულებით, რათა მათ უკეთ იკვლიონ ადამიანის უფლებათა სტანდარტები და გამოიყენონ ისინი სასამართლო გადაწყვეტილებების პროექტების წერისას. ჯამში 60-მა მოსამართლის თანაშემწემ მიიღო მონაწილეობა სასწავლო პროგრამაში, რომელიც ადამიანის უფლებათა სხვადასხვა სტანდარტებსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეხებოდა.  

27-28 ივლისს და 1-2 აგვისტოს, EWMI/PROLoG-ისა და სამხრეთ კავკასიაში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ორგანიზებით ჩატარდა ორი გაღრმავებული ტრენინგი მოსამართლეთა თანაშემწეების სპეციალურად შერჩეული ჯგუფისთვის, რომლებმაც წინა ტრენინგების დროს უკეთესი ცოდნა და უნარები გამოავლინეს ჯგუფური დისკუსიებისა და წერითი დავალებების შესრულებისას. ტრენინგებს თბილისის საქალაქო სასამართლოს ხუთი და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ათი თანაშემწე ესწრებოდა. ტრენინგებს ნინო ხაინდრავა, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მომუშავე ქართველი იურისტი და ბესარიონ ბოხაშვილი უძღვებოდნენ, რომელთაც ყურადღება თანაშემწეებისთვის ყველაზე აქტუალურ საკითხებზე გაამახვილეს, კერძოდ: ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილებები, სასამართლოს უახლესი პრეცედენტული სამართალი და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეექვსე მუხლი (სამართლიანი განხილვის უფლება). 

USAID
Top of Page