შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

EWMI/PROLoG მხარს უჭერს საკონსტიტუციო სასამართლოს მეათე საზაფხულო სკოლას ბათუმში

09 აგვისტო 2017 EWMI/PROLoG მხარს უჭერს საკონსტიტუციო სასამართლოს მეათე საზაფხულო სკოლას ბათუმში

24 ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით, ბათუმში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ორგანიზებით,  გაიმართა მეათე ყოველწლიური საზაფხულო სკოლა საკონსტიტუციო და ადამიანის უფლებათა სამართალში. საზაფხულო სკოლა მიმართულია მომავალი იურისტების ცოდნისა და უნარების გაუმჯობესებისკენ საკონსტიტუციო და ადამიანის უფლებათა სამართალში და დღესდღეობით მიჩნეულია საქართველოში ადამიანის უფლებათა ხელშეწყობის ყველაზე ეფექტიან საშუალებად. საზაფხულო სკოლის 28 მონაწილეს საშუალება ჰქონდა მიეღო ცოდნა დარგის წამყვანი ექსპერტებისგან და გაეცნოთ კოლეგები. საზაფხულო სკოლა მოიცავდა დინამიურ სავარჯიშოებს და აქტიურ დისკუსიებს თეორიულ საკითხებსა და პრაქტიკულ საქმეებზე.  საზაფხულო სკოლაში განხილული თემები მოიცავდა სამოსამართლეო კონტროლის სხვადასხვა მოდელებს,  სისხლის სამართლის პროცესში გამოსაყენებელ საკონსტიტუციო და საერთაშორისო სტანდარტებს, გამოხატვისა და რელიგიის თავისუფლებას და საერთაშორისო კონვენციების გამოყენების საკითხებს ეროვნული სასამართლოების მიერ. სტუდენტები შეირჩნენ კონკურსის წესით, რომელიც მოიცავდა როგორც ინგლისური ენის ტესტირებას ასევე გასაუბრებას. ბათუმში საზაფხულო სკოლის დაწყებამდე მონაწილეებს შეხვედრები ჰქონდათ საქართველოს პრეზიდენტსა და სახალხო დამცველთან, რათა გაცნობოდნენ ამ ორი ინსტიტუციის როლს საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განვითარების პროცესში. სტუდენტები ასევე შეხვდნენ USAID-ის საქართველოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილეს, ტომას მორისს, რომელმაც მოკლედ მიმოიხილა საქართველოში USAID-ის მუშაობა კანონის უზენაესობის ხელშეწყობის მიმართულებით.

EWMI/PROLoG წლების განმავლობაში მხარს უჭერს საკონსტიტუციო სასამართლოს საზაფხულო სკოლას. წელს ფინანსური მხარდაჭერის გარდა, PROLoG-მა უზრუნველყო საერთაშორისო ექსპერტის, პროფესორ ბრიჯიტ არიმონდის (ნორსვესტერნის უნივერსიტეტი, ჩიკაგო აშშ) მონაწილეობა საზაფხულო სკოლაში. ბრიჯიტ არიმონდმა წაიკითხა ლექციები აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლების თემაზე აშშ-სა და სხვა ქვეყნებში. მასთან ერთად ლექციებს PROLoG-ის მხარდაჭერილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა მიმართულების ხელმძღვანელი, თამარ გურჩიანი უძღვებოდა. 

Top of Page