შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

EWMI/PROLoG-ის მხარდაჭერით იურიდიული დახმარების სამსახურის მანდატის გაფართოებისა და ადვოკატთა შეფასების სისტემის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა

09 აგვისტო 2017 მარიამ კობალაძე, CRRC-საქართველოს წარმომადგენელი საბაზისო კვლევის ძირითად მიგნებებს წარმოადგენს

2017 წლის 4-6 აგვისტოს, EWMI/PROLoG-მა იურიდიული დახმარების სამსახურსა და სასამართლო სისტემის წარმომადგენელთა შორის გამართულ სამდღიან სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა ბორჯომში. შეხვედრის მიზანი იყო  სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე იურიდიული დახმარების სამსახურის მანდატის გაფართოების საკითხის განხილვა და EWMI/PROLoG-ის მიერ ორგანიზებული საბაზისო კვლევის ძირითადი მიგნებების გაცნობა, რომელიც კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC-საქართველო) განახორციელა. კვლევა მიზნად ისახავდა მანდატის გაფართოებასთან დაკავშირებული სირთულეების გამოვლენას და სასამართლო სისტემასთან მჭიდრო თანამშრომლობით, მათი გადაჭრის გზების მოძიებას. პირველ დღეს იურიდიული დახმარების საბჭოს და მენეჯმენტის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს, რათა შეემუშავებინათ პოზიცია მანდატის გაფართოების საკითხებზე და განესაზღვრათ ის თემები, რომლებსაც მომდევნო დღეს მოსამართლეებთან განიხილავდნენ. მეორე დღეს შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო 30 მოსამართლემ თბილისიდან და რეგიონებიდან. CRRC-საქართველოს წარმომადგენლებმა  მარიამ კობალაძემ და დიმიტრი გუგუნავამ საბაზისო კვლევის ანგარიშის ძირითადი მიგნებები წარმოადგინეს. მათ ისაუბრეს იმ ძირითად გამოწვევებზე, რაც იურიდიული დახმარების სამსახურის მანდატის გაფართოებას უკავშირდება. CRRC-საქართველომ განსაზღვრა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის ყველაზე პრობლემური საკითხები, რომელთა გადაწყვეტაც იურიდიული დახმარების სამსახურს მოუწევს. ესენია: საქმეები, რომლებიც საკუთრების უფლების დაცვას და საკუთრების რეგისტრაციას უკავშირდება; ჯანდაცვის საკითხები; შრომითი დავები; სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეები, რომლებიც ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობიდან მომდინარეობს; შეზუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები; სტიქიით მიყენებული ზიანისთვის კომპენსაციასთან დაკავშირებული დავები; ოჯახში ძალადობის საქმეები - შემაკავებელ და დამცავ ორდერებთან დაკავშირებული საკითხები. მელიტონ ბენიძემ, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა წარმოადგინა არსებული პრაქტიკა,  სტატისტიკა და სამსახურის მოსაზრებები სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე მანდატის გაფართოებასთან დაკავშირებით. თამარ ხაჟომიამ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ წარმოადგინა რეკომენდაციები და ის საკითხები, რომლებიც იურიდიული დახმარების სამსახურის მანდატის გაფართოებასთან დაკავშირებით უნდა მოგვარდეს. მესამე დღეს იურიდიული დახმარების საბჭოს და მენეჯმენტის წარმომადგენლები შეიკრიბნენ, რათა ემსჯელათ თანამშრომელთა შეფასების სისტემის პოლიტური პროექტის შედეგების შესახებ. მონაწილეები შეთანხმდნენ   კონკრეტულ ღონისძიებებზე, რომლებიც შეფასების სისტემის შემოღების მიზნით განხორციელდება. ასევე გადაწყდა, რომ იურიდიული დახმარების სამსახურის ბიუროების ადვოკატები ჩაერთვებიან შეფასებაში, შემფასებლები თავადაც განახორციელებენ საადვოკატო პრაქტიკას, ხოლო ოქმების ალტერნატივა კი ქეისბანკის ფორმების შევსება იქნება. იურიდიული დახმარების სამსახურის საბჭომ  ასევე დაასრულა მუშაობა „იურიდიული დახმარების შესახებ კანონში“ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის შემუშავებაზე, რომელიც პარლამენტს განსახილველად საშემოდგომო სესიაზე წარედგინება.  

Top of Page