შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ დისციპლინირებული ადვოკატების სახელების გამოქვეყნებაზე იმსჯელა

28 ივლისი 2017 მარცხნიდან მარჯვნივ: ინგა სეხნიაშვილი, ეთიკის კომისიის წევრი; ირაკლი ყანდაშვილი, აღმასრულებელი საბჭოს წევრი; ზაზა ხატიაშვილი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე; ხატია ჩოგოვაძე, ეთიკის კომისიის იურისტი; ბაკურ ხიჯაკაძე, ეთიკის კომისიის იურისტი

2017 წლის 7-8 ივლისს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის ორგანიზებითა და  EWMI/PROLoG-ის მხარდაჭერით ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოსა და ეთიკის კომისიის გასვლითი ღონისძიება მოეწყო, სადაც ასოციაციის მმართველი ორგანოების წარმომადგენელთა შორის დისციპლინირებული ადვოკატების სახელების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით დისკუსია გაიმართა.    

ამჟამად ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებების გამოქვეყნება  ვებგვერზე დისციპლინირებული ადვოკატების სახელების მითითებით ხდება. გადაწყვეტილებები ქვეყნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამოიწურება ეთიკის კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრების ერთთვიანი ვადა, რის შემდეგაც გადაწყვეტილებები ადვოკატთა სახელების მითითებით ადვოკატთა ასოციაციის ვებგვერდზე რჩება და მათი მოძიება დაკისრებული სანქციის ვადის გასვლის შემდეგაცაა შესაძლებელი. 2016 წელს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა ასოციაციას ურჩია დისციპლინირებული ადვოკატების სახელები საჯარო ყოფილიყო მხოლოდ დაკისრებული სანქციის მოქმედების ვადებში, ან სანქციის მიზნის პროპორციული პერიოდის განმავლობაში. შეხვედრის მიზანი იყო ეთიკის კომისიისა და აღმასრულებელი საბჭოს წევრებს შორის ერთიანი პოზიციის შემუშავება დისციპლინირებული ადვოკატების სახელების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით. მონაწილეები შეთანხმდენენ ეთიკის კომისიის საბოლოო გადაწყვეტილებების ასოციაციის ვებგვერდზე გამოქვეყნების მარეგულირებელი პროცედურის შესახებ განცხადების თაობაზე. იმ შემთხვევებში, როცა ადგილი ქონდა დისციპლინური წარმოების შეწყვეტას, კომისიამ უარი განაცხადა დისციპლინური დევნის დაწყებაზე, მოხდა გამართლება, ან თუ კომისიის გადაწყვეტილება იყო კერძო სარეკომენდაციო წერილის გაცემა, გადაწყვეტილებების გამოქვეყნება ადვოკატების სახელების გარეშე მოხდება. იმ შემთხვევებში, სადაც ხდება დისციპლინური სანქციის დაკისრება, კომისიის გადაწყვეტილებების გამოქვეყნება მოხდება ადვოკატის სახელის და სიითი ნომრის მითითებით გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან სამი წლის ვადით. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ, ადვოკატის პერსონალური მონაცემები წაიშლება. გამოქვეყნების იგივე წესის გამოყენება მოხდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს დისციპლინური კოლეგიის გადაწყვეტილებების შემთხვევაში.

მონაწილეები შეთანხმდნენ ადვოკატთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური წარმოების შესახებ დებულებაში შესაბამისი ცვლილებების შეტანასა და ამ ცვლილებების 2018 წლის ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრებაზე დამტკიცებაზე. 

USAID
Top of Page