შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

EWMI/PROLoG-ის მხარდაჭერით სასამართლო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელებისათვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

27 ივლისი 2017 უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძე ხნის სამუშაო შეხვედრას

16-17 ივლისს, EWMI/PROLoG-მა და ევროკავშირის სასამართლო მხარდაჭერის პროექტმა (EU4Justice) მხარი დაუჭირეს სამუშაო ჯგუფის შეხვედრას, რომელიც პარლამენტის წევრებისა და მართლმსჯულების ძირითადი პარტნიორების მონაწილეობით, 2017 წლის მაისში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული სასამართლო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელებისათვის აუცილებელ საკანონმდებლო ცვლილებებს განიხილავდა.

შეხვედრა ინიცირებული იყო პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას მიერ ხელისუფლების სამივე შტოს წარმომადგენელთა შორის სტრატეგიის განხორციელების შესახებ დიალოგის უზრუნველსაყოფად.

საფუძვლიანი განხილვების შემდეგ, სამუშაო ჯგუფის წევრები  - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტისა და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები კონსენსუსამდე მივიდნენ. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 14 წევრთა უმრავლესობა (მათ შორის 8 ახალი წევრი), აქტიურად მონაწილეობდა დისკუსიებში. სასამართლოებში არსებულ საქმეთა ნაშთი, მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლები და დისციპლინური პროცესი, იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის წესები - აღნიშნული თემები სამუშაო შეხვედრის მონაწილეთა მიერ გამოიკვეთა, როგორც საკანონმდებლო ცვლილებების გზით გადასაწყვეტი მნიშვნელოვანი საკითხები.

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ იანოშ ჰერმანი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების (PROLoG, EU4Justice, CoE და GIZ) წარმომადგენლები, რომელთაც დაადასტურეს მათი მხარდაჭერა პროცესისადმი.

შემდეგი სამუშაო შეხვედრა, რომელიც მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლების სამართლებრივ რეგულირებას მიეძღვნება, სავარაუდოდ აგვისტოს შუა რიცხვებში გაიმართება. PROLoG მოხარულია მხარი დაუჭიროს ამ ინიციატივას.

USAID
Top of Page