შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

EWMI-PROLoG -ისა და სახალხო დამცველის ოფისის ერთობლივი მუშაობა გონივრული მისადაგების პრინციპებზე

12 ივნისი 2017 დისკუსია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის გონივრული მისადაგების შესახებ საქართველოში არსებულ მდგომარეობასა და სამომავლო ნაბიჯებზე

EWMI-PROLoG-მა სახალხო დამცველის ოფისთან ერთად მოიწვია მაასტრიხტის უნივერსიტეტის პროფესორი ანდრეა ბროდერიკი, რომელიც გვირჩევს, თუ როგორ უნდა დარეგულირდეს გონივრული მისადაგების კონცეფცია საქართველოს კანონმდებლობაში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციასთან (CRPD) შესაბამისად. კონვენციის მიხედვით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის გონივრულ მისადაგებაზე უარი დისკრიმინაციის ერთ-ერთ ფორმად მიიჩნევა, რაც საქართველოს კანონმდებლობაში ასახული არ არის. ამ მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკებზე ანგარიშის მომზადების შემდეგ, დაინტერესებული მხარეებისთვის ანგარიშის წარდგენისა და სამომავლო ნაბიჯებზე ერთობლივი მსჯელობის მიზნით, პროფესორი ბროდერიკი საქართველოს ესტუმრა.

ვიზიტის ფარგლებში პროფესორი  შეხვდა სახალხო დამცველის ოფისის, ასევე მთავრობის, პარლამენტის, სასამართლოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რათა განეხილათ საქართველოში არსებული მდგომარეობა შეზღუდული შესაძლებლობების პირთა წინააღმდეგ დისკრიმინაციისა და გონივრული მისადაგების კუთხით. ასევე ჩატარდა გასვლითი სამუშაო შეხვედრა სახალხო დამცველის ოფისისა და „კოალიცია თანასწორობისთვის“ წარმომადგენლებთან ერთად. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით მონაწილეებმა გაუზიარეს ინფორმაცია ექსპერტს და მისგანაც მოისმინეს რჩევები. შეხვედრების  შედეგებზე დაყრდნობით, ექსპერტი მოამზადებს რეკომენდაციებს საქართველოსთვის გაეროს კონვენციასთან თანხვედრისა  და დისკრიმინაციის წინააღმდეგ დამატებითი გარანტიების შექმნის მიზნით. ეს ღონისძიება წარმოადგენს PROLOG-ის მხარდაჭერის გაგრძელებას, რომელიც   ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობისა და პრაქტიკის საერთაშორისო და რეგიონალურ სტანდარტებსა და საუკეთესო პრაქტიკასთან შესაბამისობაში მოყვანას ისახავს მიზნად.

Top of Page