შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

EWMI/PROLoG მხარს უჭერს მოსამართლეებისთვის საკორპორაციო სამართლის კურსის შემუშავებას

23 მაისი 2017 პროფესორი გელტერი მონაწილეებს ახალი აქციების საჯარო გამოშვების კონცეფციას უხსნის

EWMI/PROLoG-მა, იუსტიციის უმაღლეს სკოლასა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან  თანამშრომლობით, 2017 წლის 20-21 მაისს ქართველ მოსამართლეთა ჯგუფისთვის ორგანიზება გაუკეთა ტრენერთა ტრენინგს საკოპორაციო სამართალსა და კორპორატიულ მმართველობაზე საქართველოსა და ევროკავშირში. ტრენინგი მოიცავდა პრეზენტაციებს, კაზუსებს, დისკუსიებსა და დავალებებს, რომელთა საშუალებითაც მოხდა მოსამართლეებისთვის ინფორმაციის მიწოდება იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოხდეს საკორპორაციო სამართლისა და კორპორატიული მმართველობის ყველაზე რთული ცნებების ცხოვრებაში გატარება. საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების მიხედვით, საქართველომ მომდევნო სამიდან ხუთ წლამდე პერიოდში ევროკავშირის საკორპორაციო სამართლის რამდენიმე დირექტივა უნდა განახორციელოს. 2016 წელს საქართველოს მთავრობამ დაიწყო იმპლემენტაციის პროცესი და დონორთა დახმარებით (მათ შორის EWMI/PROLoG-ის მონაწილეობით) შეიმუშავა მეწარმეთა შესახებ კანონპროექტი, რომლის მიღებაც მიმდინარე წელს იგეგმება. მეწარმეთა შესახებ ახალი კანონი ქართულ კანონმდებლობაში თანამედროვე სამართლებრივ ნიუანსებს შემოიტანს, რამაც ხელი უნდა შეუწყოს კორპორატიულ მმართველობას, მეტი ინვესტიციის მოზიდვას და ეკონომიკურ განვითარებას. მეწარმეთა შესახებ ახალი კანონის მიღების შემდეგ, საქართველოს სასამართლოებს მოუწევთ ახალი ცნებებით ხელმძღვანელობა და კანონის ევროკავშირის დირექტივების შესაბამისად ინტერპრეტაცია და გამოყენება. ტრენერები, რომლებმაც EWMI/PROLoG-ისა და GIZ-ის მიერ ორგანიზებული ტრენინგები გაიარეს, შეძლებენ ქართველი მოსამართლეების გადამზადებას ახალი, გაზრდილი პასუხისმგებლობების შესასრულებლად.

აღნიშნული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, EWMI/PROLoG-მა, იუსტიციის უმაღლეს სკოლასა და GIZ-თან თანამშრომლობით, მოსამართლეებისთვის საკორპორაციო სამართლის კურსი შეიმუშავა. პროგრამის პირველ ეტაპზე (2016 წელი) ექსპერტებმა ნინო ბაქაქურმა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ, დოქტორმა მარტინ გელტერმა, ფორდჰამის სამართლის სკოლის (ნიუ-იორკი, აშშ) პროფესორმა და ლაშა ცერცვაძემ,  ასოცირებულმა პროფესორმა და სამართლის დოქტორმა 3 ორდღიანი ტრენინგი წინასწარ შერჩეული ქართველი მოსამართლეების ჯგუფს ჩაუტარეს. ამ ტრენინგების მიზანი კურსისადმი ინტერესის შემოწმება და ტრენერი-მოსამართლეების ჯგუფის შერჩევა იყო, რომლებსაც ტრენერთა ტრენინგი ჩაუტარდებოდათ, რათა მათ შეძლებოდათ კოლეგებისთვის აღნიშნული კურსის, როგორც იუსტიციის უმაღლესი სკოლის სასწავლო პროგრამის ნაწილის, წარმართვა.  ტრენინგების შედეგად ტრენერთა ტრენინგისთვის ექსპერტებისა და იუსტიციის უმაღლესი სკოლის მიერ გამოვლინდა 5 მომავალი ტრენერი. პროგრამის ტრენერთა ტრენინგის ფაზა მოიცავს ორ ორდღიან ტრენინგს, რომლებიც მაისსა და ივნისში ჩატარდება. ტრენერთა ტრენინგის მიზანია ისეთი სამოდელო კურსის შემუშავება, რაც ქართველ მოსამართლეებს გააცნობს მეწარმეთა შესახებ კანონპროექტს და ევროკავშირის სტანდარტებს და გადაამზადებს მათ ევროპული საკორპორაციო სამართლის დირექტივების პრაქტიკაში გატარებისთვის. ეს უზრუნველყოფს ევროპული საკორპორაციო სამართლის ნორმების თანმიმდევრულ გამოყენებას ქართული სასამართლოების მიერ. 

Top of Page