შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

PHR-ის მიერ ორგანიზებული შეხვედრა, ძალადობა გამოვლილი ქალის მხარდაჭერის პროცესში ექიმის როლის შესახებ

16 მაისი 2017 PHR წარმომადგენლები საუბრობენ ექიმების ეფექტური რეაგირების აუცილებლობაზე ძალადობა გამოვლილი ქალის მხარდასაჭერად

2017 წლის 5 მაისს ბაღდათის მუნიციპალიტეტში არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ EWMI-PROLoG-ის მიერ დაფინანსებული პროექტის „აღმოაჩინე საქართველოს კანონმდებლობის გამოუყენებელი შესაძლებლობები გენდერული დისკრიმინაციისა და გენდერული ძალადობის აღმოსაფხვრელად“ ფარგლებში, ჩაატარა შეხვედრა სამედიცინო დარგის წარმომადგენლებისთვის ვისაც, შესაძლოა, ძალადობის მსხვერპლ ქალებთან ჰქონდეს შეხება. შეხვედრას ესწრებოდა 11 მონაწილე (8 ქალი და 3 კაცი), მათ შორის – ქირურგები, თერაპევტები, ოჯახის ექიმები და სხვა.

შეხვედრის ძირითად მიზანს ადგილობრივ თემში ქალთა მიმართ ძალადობის კონტექსტისათვის სპეციფიკური მახასიათებლის განხილვა წარმოადგენდა. ასევე, ექიმებისთვის ძალადობის მსხვერპლთან პირველი შეხვედრისა და ძალადობის იდენტიფიცირების შესაძლებლობის გაანალიზება. კანონით გათვალისწინებული რეაგირება სამედიცინო დარგის მუშაკების მხრიდან, რაც, მსხვერპლის უსაფრთხოებაზე, პიროვნებისა და ღირსების დაცვაზე, მის გაძლიერებაზე იქნება ორიენტირებული.

შეხვედრაზე განხილულ ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის მახასიათებლები, ძალადობის ფორმები.  შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდა ინფორმაცია ძალადობა გამოვლილი ქალის დაცვის მექანიზმებისა და არსებული სერვისების შესახებ.  აქცენტი გაკეთდა ექიმების როლზე, კერძოდ, როგორ უნდა მოახდინონ მათ ძალადობა გამოვლილი ქალის იდენტიფიცირება, როგორ იურთიერთონ მასთან.  ასევე განხილულ იქნა ექიმის როლი მტკიცებულებების შეგროვების პროცესში და  სამართალდამცავი ორგანოებისათვის ინფორმაციის მიწოდების საკითხი.

შეხვედრა ინტერაქტიული ხასიათის იყო, განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ოჯახში ძალადობის მსხვერპლის თავშესაფარში მოთავსების საკითხმა. მონაწილეთა განმარტებით მათ არ ჰქონდათ ინფორმაცია სახელმწიფოში არსებული სერვისების შესახებ, რაც შესაძლებელია მნიშვნელოვანი ფაქტორი აღმოჩნდეს ძალადობა გამოვლილი ქალის მხარდაჭერის პროცესში.  განსაკუთრებით საინტერესო იყო, თავად ექიმების მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია ამ თემის გარშემო ბაღდათის რაიონში არსებული პრობლემების შესახებ, რაც იურისტებს სამომავლოდ სიტუაციის ანალიზის კუთხით მნიშვნელოვნად დაეხმარება.

შეხვედრის მონაწილეებმა  არაერთგზის აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის შეხვედრების სკოლაში ჩატარება და მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის ამ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება და გამოთქვეს მზაობა სამომავლო თანამშრომლობაზე.

Top of Page