შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

EWMI/PROLoG-ი მხარს უჭერს ადვოკატთა ასოციაციების მეორე საერთაშორისო კონფერენციას

16 მაისი 2017 კონფერენციის გახსნა (მარცხნიდან მარჯვნივ): პიტერ დანისი, ევროკავშირის მართლმსაჯულების პროგრამის მენეჯერი; ნილს სკოტი, UNDP-ის მუდმივი კოორდინატორი; ირაკლი კობახიძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე; გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი; ზაზა ხატ

2017 წლის 12-13 მაისს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ EWMI/PROLoG-ის, ევროპის საბჭოს, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით საქართველოს, ბალტიისა და დსთ-ს ადვოკატთა ასოციაციების მეორე საერთაშორისო კონფერენციას „იურიდიული პროფესიის თანამედროვე გამოწვევები“ უმასპინძლა.  ღონისძიებას საქართველოს, ევროპის ადვოკატთა ასოციაციების და სამართლის საბჭოს (CCBE), ასევე ცხრა  საერთაშორისო ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები  ესწრებოდნენ.

ორდღიანი კონფერენცია საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გახსნეს. მონაწილეებს სიტყვით მიმართეს: ნილს სკოტმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივმა კოორდინატორმა, მარია სლაზაკმა, ევროპის ადვოკატთა ასოციაციებისა და სამართლის საბჭოს (CCBE), PECO კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა, პიტერ დანისმა, ევროკავშირის მართლმსაჯულების პროგრამის მენეჯერმა, გიორგი ჩხეიძემ, EWMI/PROLoG-ის პროგრამის ხელმძღვანელმა და ზაზა ხატიაშვილმა, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ. 

კონფერენციის მონაწილეებმა ისაუბრეს იურიდიული პროფესიის ისეთ გამოწვევებზე, როგორიცაა იურიდიული პროფესიის კონსტიტუციურ გარანტიები და იურიდიულ პრაქტიკის ექსკლუზიურობა, ადვოკატურის საერთაშორისო გარანტიები, ადვოკატთა უფლებები და იურიდიული პროფესიის თავისუფლება, იურიდიულ პროფესიაში შესვლა და განათლების სტანდარტები. უცხოელმა სტუმრებმა ქართველ ადვოკატებს გამოცდილება გაუზიარეს საზღვართაშორის დავებსა და მონაცემთა დაცვაზე. ასევე, განხილული იქნა  სოციალური ქსელისა და მედიის გავლენა იურიდიულ პროფესიაზე. პრეზენტაციების ბოლოს დისკუსია გაიმართა, სადაც მონაწილეებს მათთვის საინტერესო საკითხებზე აზრის გამოხატვის საშუალება მიეცათ. 

Top of Page