შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

EWMI-PROLoG მხარს უჭერს კონფერენციას - ანტიდისკრიმინაციული კანონის მოქმედების 3 წელი

04 მაისი 2017 EWMI-PROLoG   მხარს უჭერს კონფერენციას - ანტიდისკრიმინაციული კანონის მოქმედების 3 წელი

2 მაისს, საქართველოს სახალხო დამცველმა, USAID-ის მიერ დაფინანსებულ და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მიერ განხორციელებულ პროგრამასთან „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG), ევროკავშირის პროექტთან „ბრძოლა დისკრიმინაციის ყველა ფორმის წინააღმდეგ საქართველოში“, ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოსთან“ (OSGF) და „კოალიცია თანასწორობისთვის“ ერთად, გამართა კონფერენცია - ანტი-დისკრიმინაციული კანონის მოქმედების 3 წელი: მიღწევები, გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები.

სახალხო დამცველმა, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საერთო სასამართლოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ისაუბრეს თუ რამდენად მნიშვნელოვანი ნაბიჯია ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება საქართველოში ადამიანის უფლებების, განსაკუთრებით თანასწორობის უფლების დაცვისთვის. მათ ასევე წარმოადგინეს საკუთარი ხედვა კანონის ხარვეზების და მისი გაუმჯობესების მიზნით განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ. საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა და ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო კილაძემ აღნიშნეს, რომ საქართველოს პარლამენტი მხარს უჭერს ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის გაუმჯობესების მიზნით პარლამენტში ინიცირებულ ცვლილებებს. შესაბამისად,  იმუშავებენ მათი დროული მიღებისთვის რათა გააძლიერონ ძალისხმევა საქართველოში დისკრიმინაციასთან ბრძოლის მიმართულებით.

კონფერენციას ესწრებოდნენ საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების,  დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები. ეს ღონისძიება წარმოადგენს PROLOG-ის მიერ საქართველოს მთავრობის მხარდაჭერის გაგრძელებას, საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო და რეგიონალური სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისი ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობისა და პრაქტიკის განვითარების მიზნით. 

Top of Page