შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

შეამოწმეთ თქვენი ცოდნა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიამ გურჯაანისა და თელავის ადვოკატებისთვის სამუშაო შეხვედრა მოაწყო

25 აპრილი 2017 საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრები ადვოკატებს რეკომენდაციებს აცნობენ

2017 წლის 22 აპრილს,  საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიამ, EWMI/PROLoG-ის გრანტის ფარგლებში, ადვოკატებისთვის თელავში სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრის მიზანი ეთიკის კომისიის მიერ მიღებული საჩივრების მიმოხილვა, ადვოკატთა ეთიკის საკითხებთან დაკავშირებით საინტერესო საკითხების მონაწილეებთან ერთად განხილვა და სისტემის გაუმჯობესების გზების ერთობლივად მოძიება იყო. სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ ეთიკის კომისიის თავმჯდომარე ციცინო ცხვედიანი და კომისიის წევრები - თეა ჭეიშვილი და ქეთევან უტიაშვილი. შეხვედრისას ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ ეთიკის კომისია არ არის ადვოკატთა „სადამსჯელო“ ორგანიზაცია. პირიქით, მისი წევრები ცდილობენ საჩივრები ობიექტურად და მიუკერძოებლად განიხილონ. ხაზი გაესვა იმ გარემოებასაც, რომ გაფრთხილებასა და საადვოკატო საქმიანობის უფლების ჩამორთმევას შორის შუალედური სახდელი არ არსებობს. შესაბამისად, სხვადასხვა დარღვევების გამო ადვოკატებს შესაძლოა მსგავსი სახდელები დაეკისროთ.  

ეთიკის კომისიის წარმომადგენლებმა ადვოკატებს გააცნეს ის რეკომენდაციები, რაც მათ დაეხმარებათ თავიდან აიცილონ შესაძლო საჩივრები კლიენტების ან სასამართლოების მხრიდან: 

  • კლიენტთან დადებული ხელშეკრულება ისე უნდა იყოს ფორმულირებული, რომ არ გამოიწვიოს გაუგებრობა. მაგ., თუ ხელშეკრულება ითვალისწინებს ანაზღაურებას გარკვეული მომსახურებისთვის, აუცილებელია მოხდეს იმის დაკონკრეტება, მოიცავს თუ არა ეს თანხა კლიენტის ინტერესების სამივე ინსტანციაში დაცვას.
  • კვალიფიციური წარმომადგენლობის საკითხი (მაგ. რომ არ უნდა მოხდეს სისხლის სამართლის ადვოკატის მიერ სამოქალაქო საქმის წარმოება).
  • არ უნდა მოხდეს საქმის მოგების გარანტიის მიცემა. 
  • მიმდინარეობდეს საქმის შესახებ სიახლეების კლიენტთვის პროაქტიულად  მიწოდება. 

დისკუსია საკმაოდ საინტერესო იყო. მონაწილეებმა კითხვები დასვეს იმ საკითხებზე, რაც მათ საქმეებში ხშირად იკვეთება. ყველა მონაწილემ გამოთქვა დამატებითი სამუშაო შეხვედრების მოწყობის სურვილი, სადაც ადვოკატებს შორის ეთიკის საკითხებზე აზრთა გაზიარება იქნება  შესაძლებელი.

Top of Page