COVID-19 Response Grants

COVID-19 Response Grants

ადვოკატირების გრანტები

ადვოკატირების გრანტები

Rule of Law and COVID-19

Rule of Law and COVID-19

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

ფემიციდი საქართველოში კვლავ მწვავე პრობლემაა

07 დეკემბერი 2021 ფემიციდი საქართველოში კვლავ მწვავე პრობლემაა

საქართველოში ქალები კვლავ ხდებიან ფემიციდის მსხვერპლები არსებული თუ ყოფილი პარტნიორების თუ ოჯახის წევრების მხრიდან, ხოლო ხელისუფლება ამის პრევენციისთვის საკმარის ძალისხმევას არ წევს. პირველ დეკემბერს, ქალთა უფლებების ორგანიზაცია საფარმა, USAID/PROLoG-ის მიერ დაფინანსებული ქალთა უფლებების დაცვის პროექტის ფარგლებში, ონლაინ დისკუსია გამართა ფემიციდთან ბრძოლის გამოწვევებზე საქართველოში. საფარის წარმომადგენლებმა ბაია პატარაიამ და ნათია გამხიტაშვილმა, და ქალთა უფლებებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაცია Equality Now-ს წარმომადგენელმა თამარ დეკანოსიძემ, საქართველოში გენდერული ძალადობისა და დისკრიმინაციის პრევენციის სისტემური მარცხის საილუსტრაციოდ ახლახან გადაწყვეტილ ორ გახმაურებულ საქმეზე ისაუბრეს. საქმეში თხელიძე საქართველოს წინააღმდეგ, ქალი პარტნიორის მხრიდან ძალადობის და ფემიციდის მსხვერპლი გახდა, მოძალადემ კი თავი მოიკლა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ხელისუფლებამ ვერ გამოიჩინა სათანადო პასუხისმგებლობა მსხვერპლის მიმართ გენდერული ძალადობისა და მისი მკვლელობის თავიდან ასაცილებლად. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ აუცილებელი იყო გენდერული ნიშნით დისკრიმინაციისა და მიკერძოების გამოძიება, რომელიც, შესაძლებელია, ასევე ყოფილიყო პოლიციის უმოქმედობის მიზეზი. საქმეში ჯეირანოვა საქართველოს წინააღმდეგ, გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტმა (CEDAW) დაადგინა, რომ საქართველომ ვერ უზრუნველყო გენდერული ნიშნით და ღირსების სახელით ჩადენილი ძალადობის გამოძიება და სამართლებრივი დევნა. სახელმწიფოს არაეფექტურ ქმედებას ქმრის ღალატში დადანაშაულებული მსხვერპლის სიკვდილი მოჰყვა.

დისკუსიაზე მომხსენებლებმა აღნიშნეს, რომ ამ საქმეებმა ხაზი გაუსვეს ქალების ძალადობისაგან დაცვის ახალი მიდგომებისა და სტანდარტების დამკვიდრების აუცილებლობას. შეხვედრა ქვეყნის მასშტაბით ქალთა უფლებებზე მომუშავე სამოქალაქო აქტივისტებთან და ადგილობრივ ჟურნალისტებთან გაიმართა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში.

USAID
Top of Page