იურიდიული დახმარების ადვოკატებმა სტრესის მართვის უნარები გაიუმჯობესეს
24 ნოემბერი 2021
17, 19 და 22 ნოემბერს, USAID/PROLoG-ის ორგანიზებით გაიმართა სტრესის მართვის სამი ტრენინგი პარტნიორი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების იურიდიული დახმარების 40 ადვოკატისათვის. ტრენინგები ფსიქოლოგებმა მაია ცირამუამ და სოფიო ტაბაღუამ წარმართეს. პროგრამა მიზნად ისახავდა ადვოკატებისათვის ყოველდღიური საქმიანობიდან გამოწვეულ სტრესთან გამკლავების უნარების გაუმჯობესებას, რომელიც პანდემიის შედეგად უფრო მეტადაა გამწვავებული. ტრენინგი შედგებოდა თეორიისა და პრაქტიკული სავარჯიშოებისგან და შემდეგ საკითხებს მოიცავდა: სტრესი და მისი გავლენა; პროფესიული სტრესი; გადაწვის პიროვნული და ორგანიზაციული ფაქტორები; სტრესის სიმპტომები; თანაგრძნობით გადაღლა; ირიბი ტრავმა; გადაწვის პრევენციის სტრატეგიები; mindfulness-ის ტექნიკები; „დამიწება“ და სხვა პრაქტიკული ტექნიკები და სავარჯიშოები სტრესთან გამკლავებისათვის.