COVID-19 Response Grants

COVID-19 Response Grants

ადვოკატირების გრანტები

ადვოკატირების გრანტები

Rule of Law and COVID-19

Rule of Law and COVID-19

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისია მიღწევებს აჯამებს და მომავალი გამოწვევებისთვის ემზადება

24 ნოემბერი 2021 საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისია მიღწევებს აჯამებს და მომავალი გამოწვევებისთვის ემზადება

2021 წლის 19 ნოემბერს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიამ შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში წლიური კონფერენცია გამართა. ღონისძიებას დაახლოებით 70 მონაწილე დაესწრო, რომლებიც საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრები და ისეთი ინსტიტუტების წარმომადგენლები იყვნენ, როგორიცაა იურიდიული დახმარების სამსახური, უზენაესი სასამართლო, დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახური, ასევე სამოქალაქო საზოგადოების დაინტერესებული ჯგუფები.    

ჯეიმს მოლიტერნომ, ამერიკელმა იურიდიული ეთიკის ექსპერტმა, რომელიც კომისიასთან თითქმის 10 წელია თანამშრომლობს, მის მრავალ მიღწევას გაუსვა ხაზი. ჯეიმს მოლიტერნოს თქმით, იმ 16 განვითარებადი ქვეყნიდან, რომლებთანაც მას უმუშავია, საქართველომ ეთიკის კოდექსისა და მისი აღსრულების ჩარჩოს შემუშავების თვალსაზრისით, ყველაზე მეტს მიაღწია. იედრეი კლატკამ, ევროპის საბჭოს სამართლის ექსპერტმა ასევე დადებითად შეაფასა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის პროგრესი და ეთიკის კოდექსის შემდგომი დახვეწის შესახებაც ისაუბრა. ბატონმა კლატკამ განსაკუთრებული ყურადღება სოციალური მედიის მიერ თანამედროვე ადვოკატისთვის შექმნილ გამოწვევებსა და საფრთხეებზე გაამახვილა.    

უცხოელი ექსპერტების შემდეგ, ორ ახალგაზრდა ქართველ იურისტს მოუსმინეს, რომლებმაც კონფერენციის მონაწილეებს პროფესიული ეთიკის კლინიკურ პროგრამებში მონაწილეობის შესახებ გამოცდილება გაუზიარეს და აღნიშნეს, თუ როგორ დაეხმარა მათ კლინიკაში მუშაობა ადვოკატად გახდომაში. აღნიშნული პროგრამები რამდენიმე რეგიონულ უნივერსიტეტში მუშაობს. კონფერენციის ბოლოს, ეთიკის კომისიის თანამშრომლებმა უახლესი პუბლიკაციები წარმოადგინეს. როგორც თავად კონფერენციის ჩატარება, ასევე კომისიის ანგარიშების გამოქვეყნებაც USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით განხორციელდა.  

 

USAID
Top of Page