COVID-19 Response Grants

COVID-19 Response Grants

ადვოკატირების გრანტები

ადვოკატირების გრანტები

Rule of Law and COVID-19

Rule of Law and COVID-19

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

გაეროს ქალთა კომიტეტმა დაადგინა, რომ საქართველომ ვერ შეძლო ქალის დაცვა გენდერული ნიშნით და ღირსების სახელით ჩადენილი ძალადობისგან

19 ნოემბერი 2021 გაეროს ქალთა კომიტეტმა დაადგინა, რომ საქართველომ ვერ შეძლო ქალის დაცვა გენდერული ნიშნით და ღირსების სახელით ჩადენილი ძალადობისგან

11 ნოემბერს გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტმა (CEDAW) დაადგინა, რომ საქართველომ ვერ უზრუნველყო გენდერული ნიშნით და ღირსების სახელით ჩადენილი ძალადობის გამოძიება და სამართლებრივი დევნა. საქმეს USAID/PROLoG-ის მხარდაჭერილი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საფარი და ადამიანის უფლებათა ცენტრი აწარმოებდნენ.

ეს შემზარავი ამბავი 2014 წელს, კახეთში მოხდა. ეთნიკურად აზერბაიჯანელი მუსლიმი ქალი, ხანუმ ჯეირანოვა ქმრის ნათესავებმა ღალატში დაადანაშაულეს და ქუჩაში შვილების თვალწინ სასტიკად სცემეს. მსხვერპლის მშობლების სახლში გამოძახებულ პოლიციელებს დახვდათ ატირებული ქალი, რომელიც შველას ითხოვდა, რადგან ოჯახის წევრები ვირთხის შხამით თავის მოწამლვას აიძულებდნენ. იმის ნაცვლად, რომ ქალი საავადმყოფოში გადაეყვანათ, პოლიციამ იგი სოფლის გამგებლის სახლში წაიყვანა იმ ღამით, შემდეგ დღეს კი მის ოჯახს ნება დართო მსხვერპლი სახლში წაეყვანათ. მეორე დილით ქალი ჩამომხრჩვალი იპოვეს. პოლიციამ დაიწყო გამოძიება, თუმცა საქმე მალევე დაიხურა. პროკურორების მიხედვით, მსხვერპლმა თვითმკვლელობა საკუთარი „სამარცხვინო“ და „უკადრისი“ საქციელის გამო ჩაიდინა. მათ არ დაუკავებიათ არცერთი ადამიანი, ვინც სასტიკად სცემა მსხვერპლი. გამოძიება ამ დრომდე გრძელდება და ბრალი არავისთვის წაუყენებიათ.

კომიტეტმა დაადგინა, რომ ხანუმ ჯეირანოვა პოლიციისა და სასამართლოს მხრიდან ეთნიკურ კუთვნილებასთან დაკავშირებული დისკრიმინაციის და სტერეოტიპული დამოკიდებულების მსხვერპლი იყო. კომიტეტის თანახმად, ხელისუფლების წარმომადგენლებს სათანადოდ რომ დაეცვათ მსხვერპლი გენდერული ძალადობისგან, ის დღესაც ცოცხალი იქნებოდა. კომიტეტმა მოუწოდა საქართველოს, ჩაატაროს სწრაფი და სრულყოფილი გამოძიება ჯეირანოვას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით და დასაჯოს პასუხისმგებელი პირები. კომიტეტმა საქართველოსგან მოითხოვა შესაბამისი რეპარაციის უზრუნველყოფა, მათ შორის ადეკვატური კომპენსაციის გადახდა და ასევე ოფიციალური ბოდიშის მოხდა ხანუმ ჯეირანოვას შვილებისთვის. მან მოუწოდა საქართველოს, უზრუნველყოს, რომ ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებული ყველა კანონი, პოლიტიკის დოკუმენტი და ღონისძიება ასევე მოიცავდეს ღირსების სახელით ჩადენილ ძალადობასაც. კომიტეტმა მოსთხოვა საქართველოს, გააძლიეროს ზომები ქალთა სიცოცხლის უფლებისა და მათი წამებისგან თავისუფლების უზრუნველსაყოფად, და განსაკუთრებით ყურადღება გაამახვილოს იზოლირებულ, დახურულ თემებზე, სადაც ღირსების დაცვაზე დაფუძნებული ნორმები მოქმედებს.

USAID
Top of Page