COVID-19 Response Grants

COVID-19 Response Grants

ადვოკატირების გრანტები

ადვოკატირების გრანტები

Rule of Law and COVID-19

Rule of Law and COVID-19

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

აშშ-ს ფედერალურმა მოსამართლემ საქართველოში ვიზიტისას საზოგადოებრივი ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა

18 ნოემბერი 2021 აშშ-ს ფედერალურმა მოსამართლემ საქართველოში ვიზიტისას საზოგადოებრივი ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა

8-17 ნოემბერს, USAID/PROLoG-ის მოსამართლეთა გაცვლითი პროგრამების ფარგლებში, საქართველოს ეწვია აშშ-ს ფედერალური მოსამართლე ვირჯინია ქოვინგთონი. მოსამართლე ქოვინგთონი არის უფროსი ფედერალური მოსამართლე ფლორიდის  შუა ოლქში და ასევე,  ფლორიდის შტატის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე მრავალწლიანი გამოცდილებით.

ვიზიტის ფარგლებში მოსამართლე ქოვინგთონი იმყოფებოდა რუსთავისა და თბილისის საქალაქო სასამართლოებში, და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში. ის შეხვდა სასამართლოების თავმჯდომარეებს და სასამართლოს საქმიანობაში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის გაზრდასთან დაკავშირებით საკუთარი გამოცდილება გაუზიარა. მოსამართლე ქოვინგთონმა ქართველ მოსამართლეებთან ერთად ისაუბრა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა საქმეთა ნაკადის მართვა, სხდომების ეფექტიანად ჩანიშვნა და „მოსამართლის წიგნების“ გამოყენების გამოცდილება აშშ-ში.  თბილისსა და ქუთაისში, მოსამართლე ქოვინგთონი შეხვდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეების განმხილველ ქალ მოსამართლეებს და მათთან ქალი მოსამართლეების წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. მოსამართლეებმა ერთმანეთს, ასევე, გაუზიარეს  ინფორმაცია გენდერული ძალადობის მსხვერპლი ქალების მონაწილეობით საქმეთა განხილვის შესახებ არსებული საუკეთესო პრაქტიკის თაობაზე. საქართველოში ჩამოსვლამდე, მოსამართლე ქოვინგთონი რამდენიმე ონლაინ სემინარს გაუძღვა საქართველოს მოსამართლეების ჩართულობით, მათ შორის იყო ონლაინ მენტორობის პროგრამა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეების მონაწილეობით.

შესაძლოა, მოსამართლე ქოვინგთონის ვიზიტიდან ყველაზე დასამახსოვრებელი ღონისძიება იყო ლექცია, რომელიც მან 13 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში წაიკითხა. ლექციისას მან ისაუბრა ამერიკის სასამართლო სისტემის განვითარების ისტორიაზე და მოსამართლეთა დამოუკიდებლობის კრიტიკულ როლზე აშშ-ს მართლმსაჯულების სისტემის გამართულად ფუნქციონირებაში. ლექციას ფასილიტაციას უწევდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა მიმართულების ხელმძღვანელი თამარ გურჩიანი. ღონისძიება პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა სოციალური მედიის საშუალებით, სადაც 1,500-ზე მეტი ნახვა მოაგროვა.

USAID
Top of Page