COVID-19 Response Grants

COVID-19 Response Grants

ადვოკატირების გრანტები

ადვოკატირების გრანტები

Rule of Law and COVID-19

Rule of Law and COVID-19

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საქართველს მედიატორთა ასოციაციის სამუშაო ჯგუფი განგრძობადი პროფესიული განვითარების სისტემაზე მუშაობის დასასრულებლად შეიკრიბა

19 ოქტომბერი 2021 საქართველს მედიატორთა ასოციაციის სამუშაო ჯგუფი განგრძობადი პროფესიული განვითარების სისტემაზე მუშაობის დასასრულებლად შეიკრიბა

2021 წლის 17 და 18 ოქტომბერს, USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით, ბორჯომში საქართველოს მედიატორთა ასოციაციის სამუშაო ჯგუფის გასვლითი შეხვედრა გაიმართა. ჯგუფის შემადგენლობაში მედიატორთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრები, იუსტიციის უმაღლესი სკოლის, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის, სხვა დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და მედიატორები შედიოდნენ.  

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის წარმომადგენლებმა განგრძობადი პროფესიული განვითარების სისტემის შესაძლო სტრუქტურის თაობაზე PROLoG-ის საერთაშორისო ექსპერტის, ბარია აჰმედის მიერ მომზადებული კონცეფციისა და რეკომენდაციების პრეზენტაცია წარმოადგინეს. სამუშაო ჯგუფის წევრებმა დოკუმენტის პროექტი განიხილეს და იმ საკითხებზე შეთანხმდნენ, რომლებიც კონცეფციის საბოლოო ვერსიაში უნდა შევიდეს. ამასთან ერთად, სამუშაო ჯგუფის წევრებმა მედიატორთა განგრძობადი პროფესიული განვითარების შესახებ დებულების პროექტზე იმსჯელეს, რომელიც თავდაპირველად ჯგუფმა მოამზადა, ხოლო მოგვიანებით კი, ბარია აჰმედმა გადაამუშავა. აქტიური დისკუსიების შედეგად, სამუშაო ჯგუფის წევრები საბოლოო ჩარჩო დოკუმენტზე შეთანხმდნენ, რომელზედაც აღმასრულებელი საბჭო მუშაობას გააგრძელებს, რათა დოკუმენტის საქართველოს მედიატორთა ასოციაციის საერთო კრებაზე დამტკიცება მოხდეს, რაც 2021 წლის დეკემბერში იგეგმება. თავად სისტემის ოფიციალურად ამოქმედება 2022 წელსაა განსაზღვრული.   

USAID
Top of Page