COVID-19 Response Grants

COVID-19 Response Grants

ადვოკატირების გრანტები

ადვოკატირების გრანტები

Rule of Law and COVID-19

Rule of Law and COVID-19

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

USAID/PROLoG-ი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მართლმსაჯულებისა და სასამართლო რეფორმების კომიტეტს სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებაში უჭერს მხარს

08 ოქტომბერი 2021 USAID/PROLoG-ი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მართლმსაჯულებისა და სასამართლო რეფორმების კომიტეტს სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებაში უჭერს მხარს

2021 წლის 7 ოქტომბერს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მართლმსაჯულებისა და სასამართლო რეფორმების კომიტეტმა მისი ახალი სტრატეგიისა და ორწლიანი სამოქმედო გეგმის ონლაინ პრეზენტაცია გამართა. დოკუმენტების შემუშავება USAID/PROLoG-ის ექსპერტის, ირმა ოქროპირიძის დახმარებით განხორციელდა.  სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება ფოკუს-ჯგუფებთან ჩატარებული ინტერვიუებიდან მიღებული რეკომენდაციების, მართლმსაჯულებისა და  სასამართლო რეფორმების  კომიტეტის დებულების, ასოციაციისა და კომიტეტის ანგარიშების ანალიზის საშუალებით მოხდა. ქ-ნი ირმა ოქროპირიძის მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად, კომიტეტმა განსაზღვრა საკუთარი მისია, ხედვა, სამუშაო პრინციპები და ღირებულებები, ფოკუს-ჯგუფებთან მომავალი თანამშრომლობის ფორმატი, სტრატეგიული მიზნები და ამოცანები.

პრეზენტაციას კომიტეტის წევრები, ასოციაციის მმართველი ორგანოების წარმომადგენლები და მისი სხვა კომიტეტების წევრები ესწრებოდნენ. მონაწილეებს მისასალმებელი სიტვით დავით ასათიანმა, ასოციაციის თავმჯდომარემ და ეკატერინე ლორთქიფანიძემ, USAID/PROLoG-ის ინსტიტუციური განვითარების სპეციალისტმა მიმართეს. ბ-ნმა ასათიანმა მოსამართლეთა შერჩევის პროცესში ასოციაციის როლზე ისაუბრა და კომიტეტის ამ მიმართულებით მუშაობის აუცილებლობას გაუსვა ხაზი. ამის შემდგომ, ირმა ოქროპირიძემ მისი დახმარებით შემუშავებული დოკუმენტების, მათ შორის ადვოკატების, მოსამართლეების, სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლების, იურიდიული დახმარების არასამთავრობო ორგანიზაციების, ასოციაციის სხვა კომიტეტების წევრებისაგან შედგენილ ფოკუს-ჯგუფებთან ჩატარებული ინტერვიუების საფუძველზე შედგენილი ანგარიშის, ასევე კომიტეტის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია მოახდინა.

ასოციაციის კომიტეტების მუშაობის გაძლიერება USAID/PROLoG-ის მიერაა მხარდაჭერილი, რაც იმგვარი სისტემის შემუშავებას ისახავს მიზნად, რომლის მეშვეობითაც ასოციაცია საკუთარ წევრებთან რეგულარული და ეფექტური კომუნიკაციის ქონას შეძლებს, მოხდება კომიტეტების მიერ გაწეული სამუშაოს ხარისხის გაუმჯობესება და შემუშავებული იქნება ისეთი წესები და პროცედურები, რომლებიც კომიტეტების წამყვან საკანონმდებლო რეფორმებში მონაწილეობას უზრუნველყოფს, რაც ხარისხის შეფასებებსა და რეკომენდაციების შემუშავებაში იქნება გამოხატული. USAID/PROLoG-ი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან 2015  წლიდან მუშაობს, რაც მისი შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად.    

USAID
Top of Page