COVID-19 Response Grants

COVID-19 Response Grants

ადვოკატირების გრანტები

ადვოკატირების გრანტები

Rule of Law and COVID-19

Rule of Law and COVID-19

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

SJC-მ ანგარიში მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა საქართველოში წარადგინა

28 სექტემბერი 2021 SJC-მ ანგარიში მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა საქართველოში წარადგინა

24 სექტემბერს, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა (SJC), USAID/PROLoG-ის მიერ დაფინანსებული პროექტის მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ფარგლებში, გამართა პანელური დისკუსია კვლევაზე: მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა საქართველოში. გურამ იმნაძემ, სოციალური სამართლიანობის ცენტრის მართლმსაჯულებისა და დემოკრატიის პროგრამის დირექტორმა, ლეა კაპლანმა, USAID/Georgia დემოკრატიის, უფლებებისა და მმართველობის ოფისის ხელმძღვანელმა და CRRC საქართველოს მკვლევარმა ეთო გაგუნაშვილმა მისასალმებელი სიტყვით მიმართეს მონაწილეებს. პრეზენტაციას ესწრებოდნენ ადგილობრივი უფლებადაცვითი და საერთაშორისო ორგანიზაციების, აქტივისტური ჯგუფების, პარლამენტის და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.

დისკუსიისას განხილული იყო: ინსტიტუციური და საკანონმდებლო ბარიერები, უფასო იურიდიული დახმარება და ფინანსური გამოწვევები, სამართლებრივი ცნობიერება და სოციალური და კულტურული ბარიერები. პანელებში მონაწილეობას იღებდნენ: თორნიკე გერლიანი, სოციალური სამართლიანობის ცენტრის მკვლევარი/იურისტი; გვანცა ჩხაიძე,  სახალხო დამცველის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის უფროსი; ქეთევან მესხიშვილი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე; დავით სიმონია, იურიდიული დახმარების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი; ნიკა სიმონიშვილი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე; ანა პაპუაშვილი, სოციალური სამართლიანობის ცენტრის მკვლევარი/იურისტი; ქამრან მამადლი, სათემო ორგანიზაცია სალამის წარმომადგენელი; და ქეთი ბახტაძე, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის იურისტი.

ანგარიში საქართველოში მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობისადმი არსებული ბარიერების შესწავლისა და ეროვნული კონტექსტის ერთიანი სურათის წარმოჩენის პირველ მცდელობას წარმოადგენს. კვლევა ყურადღებას ამახვილებს შემდეგ საკითხებზე: იურიდიული სერვისების/დახმარების ხელმისაწვდომობა, ფინანსური და გეოგრაფიული გამოწვევები, სოციალური და კულტურული ბარიერები, ინსტიტუციური და საკანონმდებლო ბარიერები, და შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისთვის რეკომენდაციები მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით.

კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ არ არსებობს ერთიანი ხედვა ქვეყანაში მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის მიმართულებით. დღემდე, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის საკითხი სასამართლოზე მხოლოდ ტერიტორიულ და ფიზიკურ წვდომამდე არის დაყვანილი, ხოლო ისეთი საკითხები, როგორიცაა ფინანსური, კულტურული, სოციალური ბარიერები, არ არის სათანადოდ გაანალიზებული. კვლევის შედეგად აგრეთვე გამოიკვეთა საკანონმდებლო ბაზის ხარვეზები, თარჯიმნებსა და უფასო იურიდიულ დახმარებაზე არასაკმარისი წვდომა, და აჩვენა, რომ სამართლებრივი ცნობიერების დაბალი დონე და სხვა ფაქტორები, უარყოფით გავლენას ახდნენ მოქალაქეების მართლმსაჯულებისადმი ხელმისაწვდომობაზე. ვინაიდან მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა მრავალშრიანი კონცეფციაა, აუცილებელია სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტებმა ერთად იმუშაონ ამ ხარვეზების აღმოსაფხვრელად სტრატეგიის შემუშავების მიზნით. USAID/PROLoG განაგრძობს ამ საკითხებზე არსებული ინიციატივების მხარდაჭერას.

USAID
Top of Page