COVID-19 Response Grants

COVID-19 Response Grants

ადვოკატირების გრანტები

ადვოკატირების გრანტები

Rule of Law and COVID-19

Rule of Law and COVID-19

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

TDI-მ ანგარიში რასობრივი გამორჩევა საქართველოში წარადგინა

24 სექტემბერი 2021 TDI-მ ანგარიში რასობრივი გამორჩევა საქართველოში წარადგინა

22 სექტემბერს, ტოლერანტობის  და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა (TDI), USAID/PROLoG-ის მიერ დაფინანსებული პროექტის რელიგიური, ეთნიკური და რასობრივი დისკრიმინაციის დაძლევა სტრატეგიული სამართალწარმოების გზით ფარგლებში, გამართა ონლაინ პრეზენტაცია ანგარიშისა რასობრივი გამორჩევა საქართველოში, საპოლიციო სისტემაში ეთნიკური უმცირესობებისა და მიგრანტების მიმართ არსებული პოლიტიკა და პრაქტიკა.

პრეზენტაციაზე მარიამ გაბედავამ, USAID/PROLoG-ის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის განვითარების ხელმძღვანელმა და მარიამ ღავთაძემ, TDI-ის სტრატეგიული სამართალწარმოების ხელმძღვანელმა, მისასალმებელი სიტყვით მიმართეს მსმენელებს. გიორგი მელაძემ, სამართლებრივმა ექსპერტმა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, მარიამ ჯიქიამ, TDI-ის წარმომადგენელმა, და მკვლევარებმა დეა ცარციძემ და სალომე ცარციძემ წარადგინეს ანგარიში და ძირითადი მიგნებები.

ანგარიში არის პირველ მცდელობა, რომლის მიზანია შეისწავლოს საქართველოში რასობრივი გამორჩევის არსებული პრაქტიკა პოლიციელების, მიგრანტებისა და ეთნიკური უმცირესობების გამოცდილების საფუძველზე. რასობრივი გამორჩევის პრობლემა აქტუალურია სხვადასხვა ქვეყნის საპოლიციო ინსტიტუტების ყოველდღიურ საქმიანობაში და TDI-ის მიგნებები აჩვენებს, რომ ეს გამოწვევა უმცირესობებსა და მიგრანტებს საქართველოშიც ეხება. ამ დრომდე პრობლემა შესწავლილი და აღიარებული არ ყოფილა პოლიციის მიერ, შესაბამისად TDI-ის თავად მოუწია რასობრივი გამორჩევის ტერმინის ქართული ანალოგის მოძებნა. თუმცა, ის ფაქტი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო (შსს), ისევე როგორც მისი ადამიანის უფლებათა დეპარტამენტი, კვლევაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი, შესაძლოა წარმოაჩენდეს სიტუაციის გასაუმჯობესებლად საჭირო ნებას.

TDI იმედოვნებს, რომ მისი კვლევა და ანგარიში წვლილს შეიტანს რასობრივი გამორჩევის პრობლემაზე საჯარო დისკუსიის დაწყებაში, ხოლო სახელმწიფოს დაეხმარება შესაბამისი პოლიტიკის გატარებაში. TDI აგრეთვე შეხვდა შსს-ს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის, პოლიციის, გამომძიებლების და პოლიციის აკადემიის წარმომადგენლებს რათა წარედგინა კვლევის ძირითადი მიგნებები და აგრეთვე გამოეკვლია ამ თემაზე მომავალი თანამშრომლობის შესაძლებლობები.

USAID
Top of Page