COVID-19 Response Grants

COVID-19 Response Grants

ადვოკატირების გრანტები

ადვოკატირების გრანტები

Rule of Law and COVID-19

Rule of Law and COVID-19

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

USAID/PROLoG მხარს უჭერს თბილისის და რუსთავის საქალაქო სასამართლოებში საზოგადოებაზე ორიენტირებული სერვისების განვითარებას

23 სექტემბერი 2021

USAID/PROLoG აქტიურად თანამშრომლობს თბილისის და რუსთავის საქალაქო სასამართლოებთან საზოგადოებაზე ორიენტირებული სერვისების განვითარებისა და მომხმარებლებთან კომუნიკაციის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით. 2020 წლის სექტემბერში, PROLoG-ის ინიციატივით,  თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი „საზოგადოებაზე ორიენტირებული სერვისების გაუმჯობესებისთვის“. სამუშაო ჯგუფმა, რომლის შემადგენლობაშიც მოსამართლეები და სასამართლოს თანამშრომლები შედიან, პირველი შეხვედრა საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების თემაზე 2020 წლის ოქტომბერში ჩაატარა. შეხვედრა გაიმართა ნიუ-იორკში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია „სასამართლო ინოვაციების ცენტრის“ (CCI) ჩართულობით.

სამუშაო ჯგუფთან და რუსთავის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარესთან კონსულტაციების შემდეგ, 2021 წლის მაისში PROLoG-მა, თბილისისა და რუსთავის საქალაქო სასამართლოში საზოგადოებაზე ორიენტირებული სერვისების სიღრმისეული შეფასების მიზნით, დაიქირავა ადგილობრივი არაკომერციული ორგანიზაცია -„ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრი“ (IRC). შეფასების ამოცანა იყო ამ სასამართლოებში სერვისების არსებული მდგომარეობისა და გამოწვევების განსაზღვრა, და საზოგადოებაზე ორიენტირებული სერვისების გაუმჯობესებისთვის რეკომენდაციების შემუშავება. „ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრმა“ გაანალიზა სასამართლოში სერვისებთან დაკავშირებული საკითხების ფართო სპექტრი, მათ შორის, ელექტრონული სისტემები, საკომუნიკაციო არხების ფუნქციონირება, ფიზიკური ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობა და ა.შ.

16-17 სექტემბერს, IRC-იმ თბილისის და რუსთავის საქალაქო სასამართლოებს პროექტის ძირითადი მიგნებები და მოკლე და გრძელვადიანი რეკომენდაციები წარუდგინა. ორივე სასამართლოს წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს გაწეული სამუშაოები და სამომავლო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს. უახლოეს მომავალში, USAID/PROLoG გეგმავს რამდენიმე წარმოდგენილი რეკომენდაციის იმპლემენტაციის მხარდაჭერას სასამართლოებში საზოგადოებაზე ორიენტირებული სერვისების გაუმჯობესების  მიზნით.

USAID
Top of Page