COVID-19 Response Grants

COVID-19 Response Grants

ადვოკატირების გრანტები

ადვოკატირების გრანტები

Rule of Law and COVID-19

Rule of Law and COVID-19

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საიამ საქართველოს სისხლის სამართლის პროცესებზე Covid-19 პანდემიის ერთწლიანი გავლენა მიმოიხილა

14 სექტემბერი 2021 საიამ საქართველოს სისხლის სამართლის პროცესებზე Covid-19 პანდემიის ერთწლიანი გავლენა მიმოიხილა

10 სექტემბერს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასიციაციამ (საია), USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით, გამართა სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგის N15 ანგარიშის - დისტანციური სამართალწარმოება და სათანადო  სასამართლო კონტროლი - ონლაინ პრეზენტაცია. ნიკოლოზ სიმონიშვილმა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, და რუსუდან ტაბატაძემ, USAID-ის წარმომადგენელმა, მისასალმებელი სიტყვით მიმართეს მსმენელებს. პრეზენტაციაში აგრეთვე მონაწილეობა მიიღეს საიას წარმომადგენლებმა თამარ ბოჭორიშვილმა და ფატი ჩაფიჩაძემ; საქართველოს სახალხო დამცველის სისხლის სამართლის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე საბა ბრაჭველმა; თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა არეშიძემ; საქართველოს გენერალური პროკურატურის სტრატეგიული განვითარების სამმართველოს უფროსმა მირიან მეგრელიშვილმა, და ამირან გიგუაშვილმა, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სისხლის სამართლის კომიტეტის თავმჯდომარემ.

ანგარიში წარმოადგენს საიას სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგის შედეგებს 2020 წლის მარტიდან, 2021 წლის მარტის პერიოდისთვის და აანალიზებს კოვიდ-19 პანდემიიდან გამომდინარე შემოღებული შეზღუდვების გავლენას სასამართლო პროცესებზე თბილისის, ქუთაისის, ბათუმისა და რუსთავის საქალაქო სასამართლოებში, აგრეთვე ზუგდიდისა და თელავის რაიონულ სასამართლოებში.

საიამ აღმოაჩინა მნიშვნელოვანი და ფართოდ გავრცელებული ხარვეზები დისტანციურად ჩატარებული სხდომების ტექნიკური ორგანიზების კუთხით, რამაც გამოიწვია სხდომების მნიშვნელოვანი შეფერხება, სირთულეები ნივთიერი მტკიცებულებების გამოკვლევაში, მოწმეზე ზემოქმედების რისკები და გარემოებები, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ადვოკატსა და კლიენტს შორის სათანადო კომუნიკაციას. გრძელვადიანი პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია მკაცრი აღკვეთის ღონისძიებების გადაჭარბებულ გამოყენებასთან, სათანადო დასაბუთების, ჩხრეკა-ამოღების მოქმედებების გარეშე, და მოკლე სხდომები, განსაკუთრებით საპროცესო შეთანხმებების შემთხვევაში, კვლავ რჩება გამოწვევად. საიამ ასევე აღნიშნა გამამართლებელი განაჩენების 5 პროცენტული ერთეულით გაზრდა, თუმცა ამან პირიქით, გამოძიებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი პრობლემები გამოაჩინა. მაგალითად, საიამ აღმოაჩინა, რომ გამამართლებელი განაჩენების თითქმის ნახევარი მოდიოდა ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე, რომლებშიც მსხვერპლებმა არ მისცეს ჩვენება.

საიას რეკომენდაციები, რომლებიც ასევე იქნა განხილული პრეზენტაციის დროს, წარმოადგენს სასარგებლო ინსტრუმენტებს მართლმსაჯულების სისტემისთვის, ადამიანის უფლებების დაცვისა და სათანადო საპროცესო გარანტიების უზრუნველსაყოფად.

 

USAID
Top of Page