COVID-19 Response Grants

COVID-19 Response Grants

ადვოკატირების გრანტები

ადვოკატირების გრანტები

Rule of Law and COVID-19

Rule of Law and COVID-19

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

GTUC-მა ანგარიში პანდემიის გავლენა შრომის ბაზარზე და დასაქმებულთა მდგომარეობაზე წარადგინა

16 აგვისტო 2021 GTUC-მა ანგარიში პანდემიის გავლენა შრომის ბაზარზე და დასაქმებულთა მდგომარეობაზე წარადგინა

13 აგვისტოს, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ (GTUC), USAID/PROLoG-ის მიერ დაფინანსებული პროექტის COVID-19 ვირუსის შედეგად დაზარალებულ დასაქმებულთა სამართლებრივი დახმარების ფარგლებში, გამართა ანგარიშის ონლაინ პრეზენტაცია - პანდემიის გავლენა შრომის ბაზარზე და დასაქმებულთა მდგომარეობაზე, რომელსაც 54 მონაწილე ესწრებოდა. ირაკლი პეტრიაშვილმა, GTUC-ის თავმჯდომარემ, გიორგი ჩხეიძემ, USAID/PROLoG-ის პროგრამის ხელმძღვანელმა და ბექა ფერაძემ, შრომის ინსპექციის სამსახურის მთავარმა ინსპექტორმა, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტ ელგუჯა მელაძესთან და საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრ ხატია წილოსანთან ერთად, მისასალმებელი სიტყვით მიმართეს მსმენელებს.

GTUC-ის ანალიტიკურმა ექსპერტმა გიორგი ჭანტურიძემ და შრომის სამართლის ექსპერტმა თამარ სურმავამ მოკლედ მიმოიხილეს ანგარიში და ძირითადი მიგნებები. ანგარიში აანალიზებს: COVID-19-ის გავლენას ეკონომიკასა და შრომის ბაზარზე; პანდემიის პირობებში შრომითი უფლებების დარღვევების ძირითად ტენდენციებს - სამსახურიდან ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე გათავისუფლება, გათავისუფლების დროს დასაქმებულთათვის ნამუშევარი ხელფასისა და კანონით გათვალისწინებული კომპენსაციის მიცემაზე უარის თქმა, დასაქმებულთათვის დისტანციურ მუშაობაზე უარის თქმა, მაშინ როდესაც მათი სამუშაო აღწერილობა იძლეოდა ამის შესაძლებლობას, სხვადასხვა ნიშნით (სქესის, ასაკის, პროფკავშირის წევრობის) დისკრიმინაციული მოპყრობა დასაქმებულთა მიმართ, შრომის უსაფრთხოების სტანდარტების სათანადოდ დაუცველობა; პანდემიის გავლენა ქალებზე, არაფორმალურად დასაქმებულებსა და ჯანდაცვის სექტორში დასაქმებულებზე; ხელისუფლების ანტიკრიზისული სოციალური გეგმა - სოციალური დახმარება, დაქირავებით დასაქმებულთა და თვითდასაქმებულთა კომპენსაცია; აგრეთვე რეკომენდაციები შესაბამისი უწყებებისთვის.

USAID
Top of Page