COVID-19 Response Grants

COVID-19 Response Grants

ადვოკატირების გრანტები

ადვოკატირების გრანტები

Rule of Law and COVID-19

Rule of Law and COVID-19

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა უკრაინის სასამართლო რეფორმების განსახილველად ონლაინ კონფერენცია გამართა

03 აგვისტო 2021 დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა უკრაინის სასამართლო რეფორმების განსახილველად ონლაინ კონფერენცია გამართა

უკრაინის ანტიკორუფციული სამოქმედო ცენტრის სასამართლო რეფორმის ექსპერტმა, ჰალია ჩიჟიკმა ევრომაიდნის რევოლუციის შემდეგ უკრაინაში განხორციელებული რეფორმების ეტაპებსა და მათ გავლენაზე ისაუბრა. რამოდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, უკრაინამ ორი კანონის მიღებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, რასაც პოტენციურად ქვეყნის სასამართლო სისტემის განახლება შეუძლია. 13 ივლისს უკრაინის პარლამენტმა მხარი დაუჭირა სასამართლო მმართველობის მთავარი ორგანოების -- მოსამართლეთა უმაღლესი საკვალიფიკაციო კომისიის (HQCJ), იუსტიციის უმაღლესი საბჭოს (HCJ) და ეთიკის კომისიის  განახლებას.  მიღებული ახალი კანონების თანახმად, HQCJ-ის ექვსკაციან  კომისიაში, რომელიც  მომავალი და მოქმედი მოსამართლეების კეთილსინდისიერებისა და პროფესიონალიზმის შემოწმებაზეა პასუხისმგებელი, სამი უცხოელი ექსპერტი იქნება. იმავე რაოდენობის უცხოელი წევრი ეყოლება ექვსკაციან ეთიკის საბჭოს, რომელიც HCJ-ის წევრთა კეთილსინდისიერებას შეაფასებს.  HCJ არის ორგანო, რომელიც მოსამართლეების დანიშვნებისა და განთავისუფლების შესახებ იღებს გადაწყვეტილებებს. ორივე კანონის უმნიშვნელოვანესი ელემენტი საერთაშორისო ექსპერტების გადამწყვეტი ხმა და გონივრული ეჭვის სტანდარტია, რომელიც გარანტიას იძლევა, რომ რეალური მტკიცებულების არარსებობის შემთხვევაშიც კი, ეჭვი საკმარისია კანდიდატის  შეუფერებლობის დასადგენად.

უკრაინის მართლმსაჯულების სისტემაში მომხდარი ბოლოდროინდელი მოვლენების გარდა, შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ სასამართლო მმართველობის ზოგად სტრუქტურას, მის უფლებამოსილებას და ცვლილებების პერიოდში რეფორმის მხარდამჭერების წინაშე მდგარ კონკრეტულ გამოწვევებს. ხაზგასმით აღინიშნა, რომ უპირველეს ყოვლისა, შეფასების კომიტეტის წევრების კეთილსინდისიერება უნდა იყოს გარანტირებული.

პრეზენტაციის შემდეგ გამართულ დისკუსიაზე დამსწრეებმა უკრაინისა და საქართველოს კონტექსტი და გამოცდილება შეადარეს ერთმანეთს. ასევე,  ქართველ და უკრაინელ რეფორმატორებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

USAID
Top of Page