COVID-19 Response Grants

COVID-19 Response Grants

ადვოკატირების გრანტები

ადვოკატირების გრანტები

Rule of Law and COVID-19

Rule of Law and COVID-19

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

TDI-მ საქართველოში უცხოელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ანგარიში წარადგინა

30 ივლისი 2021 ანგარიშის პრეზენტაცია უცხოელთა უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში

29 ივლისს, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა (TDI), USAID/PROLoG-ის მიერ დაფინანსებული პროექტის რელიგიური, ეთნიკური და რასობრივი დისკრიმინაციის დაძლევა სტრატეგიული სამართალწარმოების გზით ფარგლებში, გამართა ონლაინ პრეზენტაცია უცხოელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოში კოვიდპანდემიის პირობებში და მის მიღმა. გიორგი ჩხეიძემ, USAID/PROLoG-ის პროგრამის ხელმძღვანელმა და მარიამ ღავთაძემ, TDI-ის სტრატეგიული სამართალწარმოების ხელმძღვანელმა, მისასალმებელი სიტყვით მიმართეს მსმენელებს. ბექა ჯავახაძემ, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა, და მარიამ მაღრაძემ, უფლებები საქართველოს იურისტმა, აგრეთვე მიიღეს მონაწილეობა შეხვედრაში და ხაზი გაუსვეს საქართველოში მყოფი უცხოელების წინაშე მდგარ სხვადასხვა გამოწვევებს.

TDI-ის იურისტებმა, ანზორ ხატიაშვილმა და მარიამ ჯიქიამ მოკლედ მიმოიხილეს ანგარიშის ძირითადი მიგნებები. ანგარიში მოიცავს 2020-2021 წლის ივნისის პერიოდს, და აანალიზებს: COVID-19-ით გამოწვეული პანდემიის პირობებში საქართველოში მცხოვრები მიგრანტების უფლებრივ მდგომარეობას; საქართველოში მყოფი უცხოელებისათვის ინფორმაციაზე და სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობას; რასობრივი შეუწყნარებლობით ჩადენილ დანაშაულებს და მათ გამოძიებას; რასიზმსა და ქსენოფობიას; სახელმწიფო უსაფრთხოების მოტივით დაუსაბუთებელი უარის მიღების პრაქტიკას ბინადრობის ნებართვის მოპოვების პროცესში; და სხვა. მონაწილეებმა აგრეთვე ისაუბრეს პანდემიით გამოწვეულ გამოწვევებზე, რომელთაც საქართველოში უცხოელი სტუდენტები აწყდებიან.

USAID
Top of Page