COVID-19 Response Grants

COVID-19 Response Grants

ადვოკატირების გრანტები

ადვოკატირების გრანტები

Rule of Law and COVID-19

Rule of Law and COVID-19

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

USAID/PROLoG-ი პირველ ყოველწლიურ საერთაშორისო ფორუმს - მედიაცია ბიზნესისათვის უჭერს მხარს

21 ივლისი 2021 USAID/PROLoG-ი პირველ ყოველწლიურ საერთაშორისო ფორუმს - მედიაცია ბიზნესისათვის უჭერს მხარს

2021 წლის 20 ივლისს, USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით, საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენთან თანამშრომლობით, პირველ ყოველწლიურ საერთაშორისო ფორუმს - მედიაცია ბიზნესისათვის - უმასპინძლა. ფორუმში, რომელიც დისტანციურად ჩატარდა, ბიზნეს სექტორის, მართლმსაჯულების სისტემის, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის, საელჩოების, ბიზნეს სკოლებისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.

ღონისძიება საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა. მონაწილეებს ასევე მიმართეს ნინო ქადაგიძემ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, თამარ ტყეშელაშვილმა, საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გენადი არველაძემ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, პიტერ ვიბლერმა, USAID-ის მისიის დირექტორმა, დავით ასათიანმა, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ლევან ვეფხვაძემ, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო კვეტენაძემ, ბიზნეს ომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელმა და ირაკლი ყანდაშვილმა, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ. 

მედიაცია არის მცირე, თუმცა სულ უფრო მეტად მნიშვნელოვანი ნაწილი მართლმსაჯულების სისტემისთვის გაწეული დახმარებისა, რათა მან უპასუხოს არამხოლოდ მოქალაქეების, არამედ კომერციული ინსტიტუტებისა და კერძო სექტორის საჭიროებებს, ასევე მოხდეს სასამართლოების განტვირთვა და უკეთესი შედეგების მიღება იმ პირებისათვის, ვინც ამ პროცესებშია ჩართული.

          პიტერ ვიბლერი, USAID-ის მისიის დირექტორი

ბარია აჰმედმა, საერთაშორისო ექსპერტმა საერთაშორისო გამოცდილებასა და მედიაციაზე, როგორ ბიზნეს დავების მოგვარების ეფექტურ საშუალებაზე ისაუბრა. პრეზენტაციისას მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ კომერციული დავის მონაწილე მხარეები სულ უფრო მეტად მიმართავენ დავის მოგვარების ალტერნატიულ საშუალებებს და რომ კომერციული დავების 90% სასამართლოს ან არბიტრაჟის მიერ მათ განხილვამდე მორიგებით სრულდება.

ფორუმის დროს 3 პანელური დისკუსია გაიმართა, სადაც იმ გამოწვევებზე ისაუბრეს, რასაც კომერციული კომპანიები სასამართლო სისტემაში აწყდებიან. აქვე მოხდა მედიაციის, როგორ დავების უფრო ეფექტიანად გადაწყვეტის საშუალების წარდგენა, რათა უფრო ხანგრძლივი და ძვირადღირებული სასამართლო განხილვის ალტერნატივის გამოყენების წახალისება მოხდეს. 

USAID
Top of Page