COVID-19 Response Grants

COVID-19 Response Grants

Rule of Law and COVID-19

Rule of Law and COVID-19

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

იუსტიციის უმაღლესი საბჭო მასპინძლობს JILEP_ის მიერ ორგანიზებულ საზოგადოებასთან კომუნიკაციისა და ნდობის საკითხებზე სემინარს

04 მაისი 2011 იუსტიციის უმაღლესი საბჭო მასპინძლობს JILEP_ის მიერ ორგანიზებულ საზოგადოებასთან კომუნიკაციისა და ნდობის საკითხებზე სემინარს

სემინარის მიზანს წარმოადგენდა უმაღლესი საბჭოს, როგორც მართლმსაჯულების ლიდერის როლის ანალიზი, და ქართული საზოგადოებისათვის ამ როლის უფრო ნათლად წარმოჩენა. თბილისში არსებული სასამართლოების პრეს სამსახურების უფროსების მონაწილეობამ გამოიწვია სერიოზული და მნიშვნელოვანი დისკუსიები როგორც იმ დაბრკოლებებთან დაკავშირებით, რაც ხელს უშლის საზოგადოების ინფორმირებულობას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის  შესახებ,  ასევე აღნიშნული ბარიერების გადალახვის კონკრეტულ გრძელვადიან სტრატეგიასთან დაკავშირებით.
საბჭოს საქმიანობის გამჭვირვალობის გაზრდაზე ფოკუსირებასთან ერთად, სამუშაო შეხვედრაზე  განხილულ იქნა კონკრეტული რეკომენდაციები მიმდინარე პროცესების გააქტიურებასთან დაკავშირებით, იმისთვის რომ უკეთ იყოს წარმოჩენილი საბჭოს, როგორც სასამართლო დამოუკიდებლობის მხარდამჭერისა და დამცველის როლი.

აღნიშნული სემინარი წარმოადგენდა USAID-ის მიერ ახლო წარსულში დაფინანსებული სასამართლო კომუნიკაციის სტრატეგიის გადახედვის ლოგიკურ გაგრძელებას, რადგან მითითებული სტრატეგია მიმართულია  მხოლოდ სასამართლოებზე და მასში გათვალისწინებული არ არის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი როგორიცაა სასამართლო სისტემის, საზოგადოების, პრესისა და სახელმწიფო სხვა შტოებს შორის ურთიერთობის დამყარებაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პასუხისმგებლობა და როლი. საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის 49-ე მუხლის თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭო, როგორც ორგანო რომელიც პასუხისმგებელია სასამართლო რეფორმის განხორციელებასა და სასამართლოების ადმინისტრიტებაზე ასევე პასუხისმგებელია სასამართლო სისტემაში მიმდინარე ცვლილებების ხელმძღვანელობასა და კომუნიკაციაზე.
მიმდინარე  საქმიანობის თაობაზე, მათ შორის მოსამართლეთა დანიშვნის და დისციპლინარული პასუხისმგებლობის საკითხებზე, საქმის მენეჯმენტის გაუმჯობესებაზე, ბრალდებულის პროცედურულ გარანტიებსა და ახალ ინიციატივებზე, როგორიცაა მსაჯულთა ინსტიტუტი,   საზოგადოების უფრო მეტი ინფორმირებულობა უმნიშვნელოვანესია  საზოგადოების ნდობის მოსაპოვებლად. მსგავსი სემინარები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებზე მიიღებს მუდმივ ხასიათს და აქტიურად გაგრძელდება მომავალში.

USAID
Top of Page