COVID-19 Response Grants

COVID-19 Response Grants

Rule of Law and COVID-19

Rule of Law and COVID-19

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

საარბიტრაჟო ინიციატივა საქართველო

”კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” დამფუძნებელი შეხვედრა

29 აპრილი 2011 ”კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” დამფუძნებელი შეხვედრა
კოალიციაში გაერთიანდა 28 ორგანიზაცია, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციები, ბიზნეს da პროფესიული ასოციაციები და მედია ჯგუფები. ახლად შექმნილი კოალიცია მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობისა  და მთავრობის პასუხისმგებლობის გაზრდის ხელის შეწყობას  დამოუკიდებელ და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის. კოალიციის შექმნას მიესალმა ბ-ნი ჯონატან კონლი, USAID/საქართველოს მისიის დირექტორი. ღონისძიებას ესწრებოდა ქ-ნი რობერტა მაჰონი, შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს  (USAID) ადმინისტრატორის მოადგილე.  პარტნიორობის დაწყების აღსანიშნავად კოალიციის წევრებმა ხელი მოაწერეს  ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს.
შეხვედრაზე ითქვა, რომ კოალიციის წევრობის სურვილი უკვე გამოთქვეს სხვა ორგანიზაციებმაც. კოალიცია დაფუძნდა USAID-ის მიერ დაფინანსებული „სამოქალაქო ინიციატივა დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისთვის” (CIIJ) პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ, EWMI-ის შუამავლობით. პროექტის მიზანია პროფესიული იურიდიული ასოციაციების, ადამიანის უფლებების სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების, ბიზნეს და პროფესიული ასოციაციებისა და მედიის ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება, შესაბამისი სასამართლო პრაქტიკის მონიტორინგი და დამოუკიდებელი სასამართლოს ადვოკატირება.
USAID
Top of Page