COVID-19 Response Grants

COVID-19 Response Grants

ადვოკატირების გრანტები

ადვოკატირების გრანტები

Rule of Law and COVID-19

Rule of Law and COVID-19

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

WISG-ის დახმარებით საქართველოში პირველად აღიარეს ტრანსი ადამიანის გენდერი სამართლებრივად

02 აპრილი 2021 WISG-ის დახმარებით საქართველოში პირველად აღიარეს ტრანსი
ადამიანის გენდერი სამართლებრივად

25 მარტს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ტრანს გენდერი ქალის მოთხოვნა და მისი გენდერის მარკერი „მამრობითი“ „მდედრობითით“ შეიცვალა. ეს სახელმწიფოს მხრიდან ტრანსი ქალის/კაცის გენდერის სამართლებრივად აღიარების პირველი პრეცენდენტია. განმცხადებლის ინტერესებს ორგანიზაცია ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი წარმოადგენდა USAID/PROLoG-ის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობის მხარდაჭერა LGBTQI პირებისთვის“ ფარგლებში.

განმცხადებელმა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 25 დეკემბერს მიმართა და წარადგინდა ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან, რითაც დასტურდებოდა მისთვის სქესის კვლავმინიჭების ქირურგიული ოპერაციის ჩატარების ფაქტი. განმცხადებელზე უკვე გაიცა დაბადების განმეორებითი მოწმობა შესწორებული მონაცემებით.

საქართველოში ამ დრომდე არ არსებობს გენდერის სამართლებრივი აღიარების საკანონმდებლო და ადმინისტრაციული მექანიზმი. დამკვიდრებული პრაქტიკით, რომელსაც არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია, სახელმწიფო სამართლებრივი აღიარების წინაპირობად მოითხოვს ძალიან ინვაზიური და ძვირი სქესის შეცვლის ოპერაციის დასტურს. ეს ცალსახად ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების საერთაშორისო და ევროპული სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ სტანდარტებს და ზღუდავს იმ ტრანს გენდერი ადამიანების გენდერის სამართლებრივად აღიარების უფლებას, რომელთაც არ სურთ ჩაიტარონ ტრანსსპეციფიკური სამედიცინო პროცედურები და რაიმე ტიპის ინვაზიური ჩარევა მოახდინონ. WISG მრავალი წელია მუშაობს არსებული პრაქტიკის შესაცვლელად და ადეკვატური საკანონმდებლო ბაზის შესაქმნელად. WISG მიიჩნევს, რომ გენდერის სამართლებრივი აღიარების პროცესის დაურეგულირებლობა ზრდის ტრანსი ადამიანების უმუშევრობისა და სიღარიბის რისკს, ხელს უწყობს ჯგუფის წევრთა მარგინალიზაციას და კიდევ უფრო მოწყვლადს ხდის მათ ტრანსფობიური სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებისა და დისკრიმინაციის მიმართ. WISG აგრძელებს სტრატეგიულ სამართალწარმოებას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში და ადგილობრივად ადვოკატირებას, რომ სახელმწიფო LGBTQI პირებს თანასწორად და სამართლიანად ეპყრობოდეს.

USAID
Top of Page