COVID-19 Response Grants

COVID-19 Response Grants

ადვოკატირების გრანტები

ადვოკატირების გრანტები

Rule of Law and COVID-19

Rule of Law and COVID-19

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

ქალთა ისტორიის თვე 2021

02 აპრილი 2021 ქალთა ისტორიის თვე 2021
  • ქალთა გაძლიერების ფორუმი - PROLoG-მა, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსთან თანამშრომლობით, ჩაატარა ფორუმი ორ სესიად:  „დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა“ და „ქალთა შრომითი უფლებების გაძლიერება“. მონაწილეებმა ისაუბრეს საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, ქალთა უფლებების დაცვის მიმართულებით მიღწეულ პროგრესზე, ქალთა შრომითი უფლებების გაძლიერებაზე, და გამოწვევებზე, რომელთა გადალახვა აუცილებელია კანონმდებლობასა და პრაქტიკაში. თითოეულმა გამომსვლელმა, „მე ვიწვევ“ სლოგანის ფარგლებში, დაასახელა დისკრიმინაციასთან და ქალთა შრომით უფლებებთან დაკავშირებული ერთი გამოწვევა. მათ მოუწოდეს სხვა ადამიანებს, შეუერთდნენ და ამ გამოწვევების საპასუხოდ გააძლიერონ მუშაობა ერთი წლის განმავლობაში.
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) გამართა ონლაინ დისკუსია საჯარო სივრცეში სექსუალურ შევიწროებაზე. მონაწილეებმა ისაუბრეს სექსუალურ შევიწროებასა და მის ფორმებზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე გამოცემული ოქმების სტატისტიკურ მონაცემებზე, ადგილებზე, სადაც სექსუალური შევიწროება ყველაზე ხშირად ხდება და პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებით გამოკვეთილი ტენდენციებზე.
  • საიამ გამართა ონლაინ დისკუსია ოჯახში ძალადობის, ოჯახური დანაშაულისა და ქალთა მიმართ ძალადობის საქმეებზე არსებულ ტენდენციებზე. თამარ ბოჭორიშვილმა მცირე პრეზენტაცია გააკეთა საიას სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო მონიტორინგის (სექტემბერი 2016 - თებერვალი 2020) შედეგების შესახებ - ოჯახში ძალადობის სტატისტიკური მონაცემები, აღკვეთის ღონისძიებები, დისკრიმინაციული მოტივის გამოკვეთის მნიშვნელობა, აგრეთვე რეკომენდაციები შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისათვის. მონაწილეებმა ისაუბრეს ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის საქმეებში არსებულ გამოწვევებზე, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის როლზე და ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების აუცილებლობაზე.
  • საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ (GTUC), USAID/PROLoG-ის მიერ დაფინანსებული პროექტის COVID-19 ვირუსის შედეგად დაზარალებულ დასაქმებულთა სამართლებრივი დახმარების ფარგლებში, გამართა ონლაინ დისკუსია „ქალთა უფლებები და გენდერული თანასწორობა შრომით ურთიერთობებში“. მონაწილეებმა ისაუბრეს გენდერულ თანასწორობაზე შრომით ურთიერთობებში, შრომის კოდექსში შესულ ცვლილებებზე, რომელიც აუმჯობესებს ქალთა შრომით პირობებს, დეკრეტულ შვებულებასა და შესაბამის რეგულაციებზე, დისკრიმინაციასა და მის წინააღმდეგ მიმართულ სანქციებზე, აგრეთვე შრომითი უფლებების დაცვის სხვადასხვა მექანიზმებზე, მათ შორის ახლად ჩამოყალიბებულ შრომის ინსპექციის სამსახურზე.
  • კავშირმა საფარმა, USAID/PROLoG-ის მიერ დაფინანსებული პროექტის ქალთა უფლებების დაცვა ფარგლებში, გამართა კონფერენცია „ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის უხილავი ფორმები - ეკონომიკური და სექსუალური ძალადობა“. მონაწილეებმა ისაუბრეს ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობაზე და მის უხილავ ფორმებზე, როგორიცაა სექსუალური და ეკონომიკური ძალადობა; ბავშვთა მიმართ ძალადობაზე და მათი დაკითხვის პრობლემაზე გამოძიებისა და სასამართლო პროცესის დროს; მსხვერპლის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებზე; დანაშაულის შეტყობინებასა და დანაშაულის არასწორ კვალიფიკაციაზე სექსუალური ძალადობის საქმეებში.
  • PROLoG-ის ორგანიზებით ტარდება W-Talk, იგივე “საუბრობენ ქალები”, რომლის წამყვანია - რუსუდან გოცირიძე, საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი და ქალთა უფლებების აქტივისტი. ონლაინ სესიებში მონაწილეობდნენ: ნანა საჯაია, პოლიტიკის პროდიუსერი Fox News, ნინო ლომჯარია, საქართველოს სახალხო დამცველი, ქეთევან ერემაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, აითაჯ ხალილი, აქტივისტი და პლატფორმა სალამის წევრი. მათ ისაუბრეს თავიანთი პირადი და სამუშაო გამოცდილების, ასევე იმ სტერეოტიპებისა და გამოწვევების შესახებ, რომელსაც ისინი აწყდებიან, როგორც კარიერულ გზაზე, ისე ყოველდღიურ ცხოვრებაში და პანდემიის პერიოდში. აპრილის ბოლომდე, კიდევ სამი W-Talk ჩართვაა დაგეგმილი.
  • PROLoG-ის ორგანიზებით ჩატარდა J-Talks, რომლის წამყვანია იაგო კაჭკაჭიშვილი. ონლაინ დისკუსიებში სამი მოსამართლე - მირანდა ერემაძემ, უზენაეს სასამართლოს მოსამართლემ, ქალ მოსამართლეთა ასოციაციის პრეზიდენტმა, გიორგი ტყავაძემ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, HSOJ-ს დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარემ და მზია თოდუამ, უზენაეს სასამართლოს ყოფილი მოსამართლემ - მიიღეს მონაწილეობა და ისაუბრეს სასამართლოში გენდერულ სამართლიანობასა და თანასწორობაზე.
  • დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელმა ჩაატარა ორი ონლაინ შეხვედრა, სადაც ქალთა შრომითი უფლებები და შრომის კოდექსის რეფორმა განიხილეს, რომელიც 2020 წლის განმავლობაში განხორციელდა. პირველ შეხვედრას ესწრებოდა 60 ახალგაზრდა, საქართველოს 10 რეგიონიდან. მეორე შეხვედრას, 90-მდე მონაწილე ესწრებოდა, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, თემებს, რეგიონულ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას წარმოადგენდნენ. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის მიერ მომზადებულ ვიდეოში განხილულია ქალთა შრომითი უფლებები და შრომის კოდექსის რეფორმა, გორის, წეროვანის, მცხეთის, მარნეულის, რუსთავის და საგარეჯოს ახალგაზრდა აქტივისტების მონაწილეობით, სადაც ისინი სვამენ შეკითხვებს, რომელსაც პასუხობს ყოფილი დეპუტატი, დიმიტრი ცქიტიშვილი. ვიდეო ხელმისაწვდომია ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე.
  • USAID-PROLoG-ის მხარდაჭერით, გენდერისა და სამართლის კათედრის პროფესორმა ქეთევან ხუციშვილმა, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრთან, ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტთან და ლევან ალექსიძის ფონდთან თანამშრომლობით, ჩაატარა ონლაინ ღონისძიებები:  

- მონაწილეებს, საქართველოს მასშტაბით, მიეცათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღოთ დისკუსიებში პროფესიონალებთან, რომლებიც შეიმუშავებენ საქართველოში გენდერული ნიშნით დისკრიმინაციისა და ქალთა მიმართ ძალადობის მარეგულირებელ სამართლებრივ ჩარჩოს და შესაბამისი პრაქტიკას..

- ონლაინ კონფერენცია: „გენდერული თანასწორობა და ქალთა უფლებები თანამედროვე დისკურსში“. სამართლის ოცზე მეტი სტუდენტი დაესწრო და გაიმართა 17 პრეზენტაცია და აქტიური დისკუსია ისეთ თემებზე, როგორიცაა: ქალები და განათლება; ძალადობრივი დანაშაული; ქალთა მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღებაში; ქალთა პოლიტიკური უფლებები და მათი მონაწილეობა; და მიგრაციის ფემინიზაცია.

  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა კინო-კლუბმა გამართა მინი ტელესერიალის "დაუჯერებელი" და ფილმის "მონა ლიზა ღიმილის" ჩვენება და ონლაინ დისკუსიები. "დაუჯერებელი" ეფუძნება  ნამდვილ ამბავს, მარის, მოზარდის შესახებ, რომელსაც ბრალი ედებოდა, მის გაუპატიურების შესახებ, ტყუილში და ორი დეტექტივი ქალის შესახებ, რომლებმაც მიაგნეს სიმართლეს. ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორ, გოგა ხატიაშვილთან ერთად.  ფილმი „მონა ლიზას ღიმილი“ მოგვითხრობს კეტრინ ანა უოტსონის ისტორიას. იგი კალიფორნიიდან მასაჩუსეტსის შტატში მიემგზავრება ველესლის კოლეჯში ხელოვნების ისტორიის მასწავლებლად. ფილმი ასახავს1950-იანი წლების ამერიკელი ქალების ცხოვრებას და მათ როლს საზოგადოებაში. ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია ქ. ბაღდათის N2 საჯარო სკოლის მასწავლებელ, მანანა კაპეტივაძესთან  და სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის მასწავლებელ ლადო აფხაზავასთან ერთად. ორივე მასწავლებელი არის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ლაურეატი.
USAID
Top of Page