USAID/PROLoG მხარს უჭერს ზამთრის სკოლას „ადამიანის უფლებები Covid-19 პანდემიის დროს“
01 აპრილი 2021
25-29 მარტს, USAID/PROLoG-ის გრანტის ფარგლებში, საქართველოს სამართლის ინსტიტუტის ორგანიზებით ჩატარდა ონლაინ ზამთრის სკოლა თემაზე "ადამიანის უფლებები COVID-19 პანდემიის დროს". ზამთრის სკოლაში მონაწილეობდა საქართველოს 11 უნივერსიტეტის 33 სამართლის სკოლის სტუდენტი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი და ა.შ.).
ტრენინგებს უძღვებოდნენ ადგილობრივი ექსპერტები, კონსტანტინე ვარძელაშვილი, გიორგი ბურჯანაძე, დავით ზედელაშვილი და ლევან მაისურაძე, რომლებმაც ისაუბრეს შემდეგ საკითხებზე: ადამიანის უფლებების რეალიზებასთან დაკავშირებული სასამართლო პრაქტიკა და საერთაშორისო გამოცდილება; წამების აკრძალვა; არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა; გადაადგილების თავისუფლება; რელიგიის თავისუფლება და კანონის უზენაესობა საგანგებო სიტუაციების დროს.