COVID-19 Response Grants

COVID-19 Response Grants

ადვოკატირების გრანტები

ადვოკატირების გრანტები

Rule of Law and COVID-19

Rule of Law and COVID-19

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

USAID/PROLoG-ის წარმომადგენელი იურიდიული დახმარების სამსახურში განხორციელებული რეფორმების შესახებ საქართველოს რეგიონების ახალგაზრდული ცენტრების წარმომადგენლებს ესაუბრა

01 აპრილი 2021 USAID/PROLoG-ის წარმომადგენელი იურიდიული დახმარების სამსახურში განხორციელებული რეფორმების შესახებ საქართველოს რეგიონების ახალგაზრდული ცენტრების წარმომადგენლებს ესაუბრა

2021 წლის 29 მარტს, ირინა ლორთქიფანიძემ, USAID/PROLoG-ის ინსტიტუციური განვითარების ხელმძღვანელმა, მონაწილეობა მიიღო საინფორმაციო კამპანიის პროექტში სახელწოდებით: “უფასო იურიდიული მომსახურების ხელმისაწვდომობა ეთნიკური უმცირესობის ჯგუფებისათვის“. პროექტი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივაა, რომელიც სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურთან, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საქართველოს გაეროს ასოციაციასთან (UNAG) თანამშრომლობით, ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ფარგლებში ხორციელდება. პროექტის პირველ კომპონენტს ტრენერთა ტრენინგი წარმოადგენდა, რომელიც 2021 წლის 29-30 მარტს 14 ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენლებისთვის გაიმართა. ახალგაზრდა მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, შეხვედროდნენ იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლებს და მიეღოთ ინფორმაცია უფასო კონსულტაციებისა და სასამართლოში წარმომადგენლობის შესახებ, რასაც იურიდიული დახმარების სამსახური საქართველოს სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის ახორციელებს.

ირინა ლორთქიფანიძემ USAID-ის მიერ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროექტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ საშუალებით 2015 წლიდან განხორციელებული რეფორმების შესახებ ისაუბრა, რაც ინსტიტუციურ და ორგანიზაციულ გაძლიერებას, ასევე იურიდიული დახმარების მომსახურების გაუმჯობესებას მოიცავს. ირინა ლორთქიფანიძემ ისაუბრა საკონონმდებლო რეფორმებზე; იურიდიული დახმარების სამსახურის საბჭოსთან მიმართებაში გამხორციელებულ ცვლილებებზე; როტაციის პრინციპის შემოღებაზე; ტრენინგ ცენტრის კონცეფციის შემუშავებაზე; ტრენინგ ცენტრის დაფუძნებასა და სამსახურის ადვოკატების, კონსულტანტებისა და რეესტრის ადვოკატების ტრენინგის მხარდაჭერაზე; სტრატეგიის, სამოქმედო გეგმისა და ორგანიზაციული სტრუქტურის შემუშავებაზე; ადვოკატთა შეფასების სისტემის შემოღებაზე; ქეის-ბანკის რეფორმასა და მობილური აპლიკაციის შემუშავებაზე.  

აღნიშნული ღონისძიების გზით, მონაწილეებს საშუალება მიეცათ სახელმწიფო მომსახურებების შესახებ ინფორმაცია მიეწოდებინათ სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლსა და კახეთის იმ სოფლებში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის ჯგუფების წარმომადგენლებისთვის, რომლებიც მუნიციპალური ცენტრებისაგან მოშორებით მდებარეობს.

USAID
Top of Page