COVID-19 Response Grants

COVID-19 Response Grants

ადვოკატირების გრანტები

ადვოკატირების გრანტები

Rule of Law and COVID-19

Rule of Law and COVID-19

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საიამ ევროპულ სასამართლოში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საქმე მოიგო ნარკოტიკებისა და იარაღის ჩადების შესახებ

26 მარტი 2021 საიამ ევროპულ სასამართლოში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საქმე მოიგო ნარკოტიკებისა და იარაღის ჩადების შესახებ

2021 წლის 25 მარტს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება საქმეზე ტლაშაძე და კაკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ და ევროპული კონვენციის მე-6 (1) მუხლის (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) დარღვევა დაადგინა. საია საქმეს USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით აწარმოებდა.

აღნიშნულ საქმეში საია ასაბუთებდა, რომ 2009-2010 წლებში მომჩივნებს ცეცხლსასროლი იარაღი და ნარკოტიკული საშუალებები ჩაუდეს; ორივე მომჩივანი ოპოზიციური პარტიების მომხრეები და ხელისუფლების წინააღმდეგ გამართული მასობრივი საპროტესტო აქციების მონაწილეები იყვნენ. ორივე შემთხვევაში,  ეროვნული სასამართლოების მიერ მომჩივანთა მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენები ეფუძნებოდა მხოლოდ ჩხრეკისა და დაკავების ოქმებს; იმ პოლიციელთა ჩვენებებს, რომლებიც ჩხრეკისა და დაკავების ოპერაციებს ასრულებდნენ; და ჩხრეკის შედეგად ამოღებულ მტკიცებულებებს. 

სასამართლო დაეყრდნო მის წინა გადაწყვეტილებებს საქმეებში - კობიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ და მეგრელიშვილი საქართველოს წინააღმდეგ, რომლებიც მსგავს გარემოებებს ეხებოდა და დაადგინა, რომ განმცხადებლის წინააღმდეგ არსებული ძირითადი მტკიცებულების მოპოვების წესი ეჭვს ქმნიდა მტკიცებულებების სანდოობასა და სიზუსტეზე. აგრეთვე, გარდა იმისა, რომ ადგილობრივ სასამართლოებს სათანადო რეაგირება არ ჰქონიათ მოპოვებული ინფორმაციის ხასიათის, წყაროსა და უტყუარობის ადეკვატურობასთან დაკავშირებით, მათ ასევე ვერ მოახერხეს გაეცათ პასუხი მომჩივანთა მიმართვაზე, რომ მტკიცებულებები ჩადებული იყო.

ამ გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მრავალი წლის მანძილზე არსებულ ისეთ პრობლემებს, როგორიცაა გადაუდებელი აუცილებლობის რეჟიმში ჩხრეკის ჩატარება, და ოპერატიული ინფორმაციისა და პოლიციელთა ჩვენებების, როგორც მტკიცებულებების გამოყენება. აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ ბიძგი უნდა მისცეს პოლიციის, პროკურატურისა და მოსამართლეების მიერ გატარებული ღონისძიებების ცვლილებას, საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის უკეთ უზრუნველსაყოფის მიზნით.

USAID
Top of Page