COVID-19 Response Grants

COVID-19 Response Grants

ადვოკატირების გრანტები

ადვოკატირების გრანტები

Rule of Law and COVID-19

Rule of Law and COVID-19

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

საიამ ოჯახში ძალადობის, ოჯახური დანაშაულისა და ქალთა მიმართ ძალადობის საქმეებზე გამოვლენილი ტენდენციები განიხილა

26 მარტი 2021 საიას ონლაინ დისკუსია

25 მარტს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით, გამართა ონლაინ დისკუსია ოჯახში ძალადობის, ოჯახური დანაშაულისა და ქალთა მიმართ ძალადობის საქმეებზე არსებულ ტენდენციებზე, რომლებიც 4 წლიანი სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო მონიტორინგის ფარგლებში იქნა გამოვლენილი. დისკუსიაში მონაწილეობდნენ საია-ს ანალიტიკოსი თამარ ბოჭორიშვილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ალექსანდრე იაშვილი, საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლები ნათია მუხიაშვილი და თამარ ზაკუტაშვილი, და შსს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს წარმომადგენელი თეა შენგელია, ხოლო ლევან ქათამაძე, საია-ს საზოგადოებასთან ურთერთობის მენეჯერი, მოდერაციას უწევდა დისკუსიას.

თამარ ბოჭორიშვილმა მცირე პრეზენტაცია გააკეთა საიას სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო მონიტორინგის (სექტემბერი 2016 - თებერვალი 2020) შედეგების შესახებ - ოჯახში ძალადობის სტატისტიკური მონაცემები, აღკვეთის ღონისძიებები, დისკრიმინაციული მოტივის გამოკვეთის მნიშვნელობა, აგრეთვე რეკომენდაციები შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისათვის. მონაწილეებმა ისაუბრეს ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის საქმეებში არსებულ გამოწვევებზე, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის როლზე და ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების აუცილებლობაზე. მართალია, მართლმსაჯულების სისტემის რეაგირება ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის მიმართ ბოლო წლების განმავლობაში შესაბამისად უმჯობესდება, თუმცაღა ჯერ კიდევ ბევრი მუშაობა არის საჭირო ამ მიმართულებით. დისკუსია ქალთა ისტორიის თვის ფარგლებში გაიმართა.

USAID
Top of Page