USAID/PROLoG მხარს უჭერს ტრენინგებს სასამართლოს თანამშრომლებისთვის ბავშვის უფლებების შესახებ
24 მარტი 2021
2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის მარტამდე, USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით, იუსტიციის უმაღლესი სკოლის ორგანიზებით გაიმართა ტრენინგები ბავშვის უფლებების შესახებ ქვეყნის სხვადასხვა სასამართლოს 291 თანამშრომლისთვის, მათ შორის 162 მოსამართლის თანაშემწე, 93 სხდომის მდივანი და 36 კანცელარიის თანამშრომელი. ტრენინგის საჭიროება გაჩნდა მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა 2019 წლის სექტემბრის თვეში მიიღო ახალი კოდექსი ბავშვის უფლებების შესახებ. კოდექსი არეგულირებს ბავშვის უფლებებისა და თვისუფლებების საკითხებს, ადგენს საკანონმდებლო საფუძველს ბავშვის მხარდაჭერის სისტემის ფუნქციონირებისთვის და მოითხოვს ინტერდისციპლინარული ტრენინგის გავლას ყველა იმ მონაწილისგან, რომელსაც აქვს ბავშვთან ურთიერთობა.
USAID/PROLoG-მა და იუსტიციის უმაღლესმა სკოლამ განაახლეს UNICEF-ის მიერ მომზადებული ტრენინგის მოდული, შემდეგ კი მოამზადეს ტრენერი-მოსამართლეები ოთხი დღის განმავლობაში. განახლებული მოდული სამდღიანი კურსია, საიდანაც ერთი დღე იურიდიულ საკითხებს დაეთმო, ხოლო დანარჩენი ორი კი ფსიქოლოგისა და სოციალური მუშაკის საკითხებს.