COVID-19 Response Grants

COVID-19 Response Grants

ადვოკატირების გრანტები

ადვოკატირების გრანტები

Rule of Law and COVID-19

Rule of Law and COVID-19

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელმა ქალთა შრომითი უფლებებისა და საკანონმდებლო რეფორმის შესახებ ონლაინ შეხვედრას უმასპინძლა

18 მარტი 2021 დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელმა ქალთა შრომითი უფლებებისა და საკანონმდებლო რეფორმის შესახებ ონლაინ შეხვედრას უმასპინძლა

2021 წლის 18 მარტს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელმა საქართველოს 8 რეგიონის წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გამართა, სადაც ქალთა შრომითი უფლებები და შრომის კოდექსის რეფორმა განიხილეს, რომელიც 2020 წლის განმავლობაში განხორციელდა. ღონისძიება USAID/PROLoG-ის მიერ გაცემული გრანტის ფარგლებში ჩატარდა, რომელიც ცენტრსა და რეგიონებს შორის ადამიანის უფლებების საკითხებზე ინფორმაციის გაცვლის პროცესისა და კომუნიკაციის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

დიმიტრი ცქიტიშვილმა, პარლამენტის ყოფილმა წევრმა და საკანონმდებლო ცვლილებების ერთ-ერთმა ავტორმა, მოკლედ მიმოიხილა გასულ წელს შრომის კოდექსში შეტანილი მნიშვნელოვანი ცვლილებები და ხაზი გაუსვა ამ სიახლეების საქართველოს რეგიონებში მაცხოვრებელი მოსახლეობისათვის მიწოდების აუცილებლობას. ნატო ნათენაძემ, სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურის იურისტ-კონსულტანტმა, შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობისა და მისი მანდატის შესახებ ისაუბრა, ხოლო ანა კვაჭაძემ, სახალხო დამცველი აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა, ქალთა შრომითი უფლებების დაცვაში სახალხო დამცველის როლი მიმოიხილა. პრეზენტაციების შემდეგ კითხვა-პასუხის სესია და აქტიური დისკუსია გაიმართა.

შეხვედრას, რომელიც ქალთა ისტორიის თვის კამპანიის ფარგლებში ჩატარდა, 90-მდე მონაწილე ესწრებოდა, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, თემებს, რეგიონულ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას წარმოადგენდნენ. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი აღნიშნული საკითხების შესახებ ვიდეო-რგოლის დამზადებასაც გეგმავს, რომელსაც სუბტიტრები აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე ექნება.

USAID
Top of Page