GYLA-მ ონლაინ დისკუსია გამართა საჯარო სივრცეში სექსუალურ შევიწროებაზე
15 მარტი 2021
10 მარტს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) ქალთა ისტორიის თვის ფარგლებში ონლაინ დისკუსია გამართა სექსუალურ შევიწროებაზე საჯარო სივრცეში. გვანცა საკანელაშვილი (საია-ს ანალიტიკოსი), ანა ფაჩუაშვილი (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა სამმართველოს უფროსი) და გოგა ხატიაშვილი (ექსპერტი ქალთა უფლებების საკითხებში) მონაწილეობდნენ შეხვედრაში, ხოლო ნინო ჩიხლაძე (საია-ს ადმინისტრაციული დირექტორი) მოდერაციას უწევდა დისკუსიას.
მონაწილეებმა ისაუბრეს სექსუალურ შევიწროებასა და მის ფორმებზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე გამოცემული ოქმების სტატისტიკურ მონაცემებზე, ადგილებზე, სადაც სექსუალური შევიწროება ყველაზე ხშირად ხდება და პასუხისგმებლობის დაკისრებასთან დაკავშირებით გამოკვეთილი ტენდენციებზე. ანა ფაჩუაშვილმა ასევე ისაუბრა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ შსს-ს საქმიანობაზე, რამდენადაც სექსუალური შევიწროების მსხვერპლები უმეტესწილად ქალები არიან. მან აგრეთვე ისაუბრა შევიწროების შემთხვევებში მზარდ მიმართვიანობაზე და პოლიციის საქმიანობაზე საზოგადოებისთვის ცნობიერების ამაღლებისა და თანამშრომლებისთვის ტრენინგების და კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით. ეს მნიშვნელოვანი წინაპირობაა, რომ პოლიციამ შეძლოს მსგავსი ფაქტების იდენტიფიცირება და საჭირო დახმარების აღმოჩენა მსხვერპლთათვის.