COVID-19 Response Grants

COVID-19 Response Grants

ადვოკატირების გრანტები

ადვოკატირების გრანტები

Rule of Law and COVID-19

Rule of Law and COVID-19

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

იუსტიციის უმაღლესი სკოლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი

ქართველმა ახალგაზრდებმა ქალთა შრომითი უფლებები და საკანონმდებლო რეფორმა განიხილეს

11 მარტი 2021 ქართველმა ახალგაზრდებმა ქალთა შრომითი უფლებები და საკანონმდებლო რეფორმა განიხილეს

2021 წლის 10 მარტს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელმა საქართველოს 10 რეგიონის ახალგაზრდებთან ონლაინ შეხვედრა გამართა, სადაც ქალთა შრომითი უფლებები და შრომის კოდექსის რეფორმა განიხილეს, რომელიც 2020 წლის განმავლობაში განხორციელდა. ღონისძიება USAID/PROLoG-ის მიერ გაცემული გრანტის ფარგლებში ჩატარდა, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანის უფლებების საკითხებზე ინფორმაციის გაცვლის პროცესისა და კომუნიკაციის გაუმჯობესებას ცენტრსა და რეგიონებს შორის. დიმიტრი ცქიტიშვილმა, პარლამენტის ყოფილმა წევრმა და საკანონმდებლო ცვლილებების ერთ-ერთმა ავტორმა, მოკლედ მიმოიხილა გასულ წელს შრომის კოდექსში შეტანილი მნიშვნელოვანი ცვლილებები. ნინო წილოსანმა, საქართველოს პარლამენტისა და საპარლამენტო გენდერთული თანასწორობის საბჭოს წევრმა საქართველოში გენდერულად თანასწორი შრომის პოლიტიკის შესახებ ისაუბრა. ქეთი შუბაშვილმა, სახალხო დამცველი აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის უფროსმა მიმოიხილა სახალხო დამცველის როლი ქალთა შრომითი უფლებების დაცვაში, ხოლო ნატო ნათენაძემ, სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურის იურისტ-კონსულტანტმა კი შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ ამ მიმართულებით გაწეული საქმიანობის შესახებ ისაუბრა.

შეხვედრას, რომელიც ქალთა ისტორიის თვის კამპანიის ფარგლებში ჩატარდა, 60-მდე მონაწილე ესწრებოდა. შემდეგი ონლაინ დისკუსია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, თემის ლიდერებისა და რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობით 18 მარტს გაიმართება.

USAID
Top of Page